მილიონერები ფასების კომისიაში - ვინ სწავლობს რა იწვევს პროდუქტებზე ფასების ზრდას

04.02.26 20:34
მილიონერები ფასების კომისიაში - ვინ სწავლობს რა იწვევს პროდუქტებზე ფასების ზრდას

რა იწვევს პროდუქტებზე ფასების ზრდას - ამაზე პასუხი ამ 14-მა დეპუტატმა უნდა იპოვოს - საპარლამენტო კომისია უკვე დაკომპლექტებულია - 14 - დან 7 წევრი მილიონერია - მილიონერია მაგალითად, ნინო წილოსანი, ილია ინჯია და თავად კომისიის თავმჯდომარე - რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე - სამშენებლო ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასული შოთა ბერეკაშვილი, რომელმაც გასულ წელს ბიზნეს წილიდან 4 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 

კერძო სექტორიდან პარლამენტში გადასულ ბიზნესმენებს უჭირთ პასუხების გაცემა - რატომ შეამჩნიეს მხოლოდ ახლა ფასების გაზრდა და რატომ არ იმუშავა პრობლემის მოგვარებაზე გასულ წლებში, როცა ინფლაქცია გაცილებით მაღალ ნიშნულზე იყო.

რას აკეთებდა ქართული ოცნება მმართველობის 13 წლის განმავლობაში და რატომ არ მოაგვარეს ფასების ზრდის პრობლემა 2026 წლამდე?

გუშინ სახელმწიფო მთველმაც დაადსტურა, რომ ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გაძვირდა, მათ შორის პურიც. 

საპარლამენტო კომისიის მუშაობის დაწყების პარალელურად, ირაკლი კობახიძემ პოზიცია ბიზნესთან შეარბილა - ჯერ კარტერულ გარიგებაზე საუბრობდა, შემდეგ ბიზნესი შეხვედრებზე დაიბარა, სუსი მათ ოფისებში შეუშვა, ახლა კი აღიარებს, რომ ფასების შემცირება რთულია. 

მსგავსი სიახლეები