რა მისიით მიავლინა "ოცნებამ" ამერიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე?

04.02.26 21:26
რა მისიით მიავლინა "ოცნებამ" ამერიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე?

რა მისიით მიავლინა "ქართულმა ოცნებამ" ამერიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე? -  უპასუხოდ დარჩენილ ამ კითხვას პასუხი დღის ბოლოს პარლამენტში, საგარეო საკითხებზე პასუხისმგებელმა მთავარმა პირმა გასცა. ნიკოლოზ სამხარაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ახლა ამერიკისგან არჩევნების აღიარებას და ლეგიტიმაციის მინიჭებას ითხოვს. 

ვაშინგტონში, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დეტალები უცნობია. საინტერესოა რა გზავნილებით ჩავიდა ლაშა დარსალია  სახელმწიფო დეპარტამენტში.

რას გულისხმობს ქართული ოცნება ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებაში და არის თუ არა "ქართული ოცნების" მხრიდან ურთიერთოების აღდგენის მთავარი წინაპირობა, ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა?  ირაკლი კობახიძე, რომელიც ირწმუნებოდა რომ ტრამპთან ურთიერთობებს დაალაგებდა, დღეს ისევ მოლოდინის რეჟიმშია. 

შეხვედრა სახ დეპში - ხატია სამხარაძის რეპორტაჟი