ე.წ. კანონიერი ქურდების საქმე - 45 დაკავებულიდან 6 დღეს ორთვიან პატიმრობაში გაუშვეს

04.02.26 21:15
ე.წ. კანონიერი ქურდების საქმე -  45 დაკავებულიდან 6 დღეს ორთვიან პატიმრობაში გაუშვეს

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული 45 პირიდან 6 მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დღეს პატიმრობაში გაუშვა.

მათი ნაწილი ბრალს არ აღიარებს, ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ ბრალდებას საკმარისი მტკიცებულებები არა აქვს, თუმცა ამ არგუმენტებმა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ მოახდინა.

პროკურატურის ინფორმაციით საქმეში ფარული ჩანაწერები დევს, რომლებიც დაკავებულების მიერ ჩადენილ  დანაშაულს ადასტურებენ. 

სასამართლო ხვალ იმსჯელებს ე.წ. კანონიერი ქურდის, რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკის" დედისა და ძმის აღკვეთი ღონისძიების შესახებ. 

მსგავსი სიახლეები