"["ოცნებას" უნივერსიტეტების გაერთიანებით სურს] დამორჩილება და შენობების გასხვისება" - ხატია დეკანოიძე

04.02.26 21:24
"["ოცნებას" უნივერსიტეტების გაერთიანებით სურს] დამორჩილება და შენობების გასხვისება" - ხატია დეკანოიძე

"დამორჩილება და შენობების გასხვისება" - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და განათლების ყოფილმა მინისტრმა (2012 წლის 4 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე), ხატია დეკანოიძემ შეკითხვას, რისი მიღწევა უნდა "ქართულ ოცნებას" თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით. 

ხატია დეკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს მორჩილება შეიტანოს ყველგან. 

ამასთან, ხატია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტების შენობების უმეტესობა თბილისის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებულია და "ოცნებას" შეუძლია ისინი მრავალ მილიონად გაყიდოს. 

დამორჩილება და პრაქტიკულად, ბიძინა ივანიშვილის პარანოიდალური მორჩილების შეტანა ყველგან და მეორე, შენობების გასხვისება - ეს არის ძირითადი მიზეზი, ჩემი ინფორმაციით იმიტომ, რომ კობახიძემ ჯერ კიდევ 16 ოქტომბერს, როდესაც საუბრობდა განათლებაზე, მან თქვა, რომ ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა, რომელიც ეკუთვნის ტექნიკურ უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ძალიან ბევრ სახელმწიფო უნივერსიტეტს, მათ ეს შენობა-ნაგებობები აღარ სჭირდებათ, არის რაღაცნაირად ტექნიკურად გაუმართავი და ჩვენ ვაპირებთ, რომ გავასხვისოთ ეს ტექნიკური უნივერსიტეტები. 

წარმოიდგინეთ, თბილისის ცენტრში, ძირითადად ჩვენი უნივერსიტეტების, ალმამატერების შენობები არის ზუსტად თბილისის ცენტრში განლაგებული და მრავალ მილიონად შეუძლიათ გაყიდონ იმიტომ, რომ ბიუჯეტში ფული არ აქვთ.

მეორე, რაც შემიძლია ვთქვა, სიმართლეზე რომ ვსაუბრობთ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ რაზეც ვლაპარაკობდით აღმოჩნდა მართალი, მაგრამ ყველაზე დიდი სიმართლე იცით რა არის, რომ ივანიშვილი არის დესტრუქციული ქაოსის შემომტანი ქვეყანაში. ანუ, არცერთი სისტემა, რომელიც წესით ხელისუფლებამ 14 წლის განმავლობაში უნდა ააგოს, მას არცერთი სისტემა არ აუგია. აი მაგალითად, მე წინა ხელსუ7ფლების წარმომადგენელი ვარ - ჩვენ გავაკეთეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, ეს ერთ-ერთი მართლა დიდი მიღწევა, ჩვენ შევქმენით ის, რომ ტექნოლოგიები (ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა...) გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფუნდამენტად, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა იყო და მე პირადად ამერიკულ დელეგაციებს ვაცნობდი ამ ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მიღწევებს. ანუ არაფერი არ შეუქმნიათ, ყველაფერი დაანგრიეს," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

მსგავსი სიახლეები