გიორგი გუგავა: დამიყადაღეს საპენსიო ბარათი

05.02.26 14:08
გიორგი გუგავა: დამიყადაღეს საპენსიო ბარათი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, გირგი გუგავა წერს, რომ აქციაზე დგომის გამო გამოწერილი ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მას საბანკო ბარათები დაუყადაღეს, მათ შორის ის ბარათიც, რომელზეც ყოფილი დეპუტატისთვის განკუთვნილი პენსია ერიცხებოდა. 

ირკვევა, რომ პოლიტიკოსი შშს-მ 5000 ლარით დააჯარიმა, რაც სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ გელაძის უწყების მიერ გამოწერილი ჯარიმა ძალაში დატოვა. 

გამოუვალი მდგომარეობა რომ არ მქონდეს ვერ შეგბედავდით ამ თხოვნას, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. აქციაზე დგომის გამო შშს-მ დამაჯარიმა 5000 ლარით, რაც სასამართლომ გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა (იხ.ფოტოებში), რის საფუძველზეც დამიყადაღეს ყველაფერი, მათ შორის საპენსიო ბარათიც, რაც ჩემთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. მოკრძალებული თხოვნა მექნება იქნებ დამეხმაროთ ამ ჯარიმის გადახდაში"- წერს პოლიტიკოსი. 

ცნობისთვის,  პარლამენტის ყოფილი დეპუტატები 2023 წლის ჩათვლით პენსიის სახით 560 ლარს იღებდნენ, თუმცა რეგლამენტში შეტანილი ცვლილების შემდეგ, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, ყოფილი დეპუტატების პენსია 1 000 ლარამდე გაიზარდა. 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის თანახმად, კომპენსაცია შეიძლება დაენიშნოს საპენსიო ასაკის მიღწევისას (65 წლის ასაკის მიღწევისას ქალს, 60 წლის მიღწევისას კაცს) ან მინიმუმ 25 წლის შრომის სტაჟის მქონე პარლამენტის წევრს, იმ შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვის პერიოდით იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა.