მიხეილ ყაველაშვილი: ვიმყოფები მილანში
მილანში სამუშაო ვიზიტით მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ვიმყოფები - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშივილი სოციალურ ქსელში წეს.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება.
შევხვდები საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას და ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს წარმომადგენლებს ვუგულშემატკივრებ. ასევე დავესწრები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მიერ გამართულ ვახშამს.
ოლიმპიადის გახსნამდე კი ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ ვახშამს დავესწრები.