"მადლობა შეხსენებისთვის, რომ თქვენ არსებობას ჩვენი აღიარება სჭირდება - ვერ ეღირსებით!" - ხოშტარია "ოცნებას"

05.02.26 15:00
"მადლობა შეხსენებისთვის, რომ თქვენ არსებობას ჩვენი აღიარება სჭირდება - ვერ ეღირსებით!" - ხოშტარია "ოცნებას"

"მადლობა შეხსენებისთვის, რომ თქვენ არსებობას ჩვენი აღიარება სჭირდება - ვერ ეღირსებით!" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს და "ქართულ ოცნებას" მიმართვას.

დაკავებული პოლიტიკოსი არჩილ გორდულაძის განცხადებას ეხმაურება, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ მოწოდება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს".

  • "ოცნების" დეპუტატმა ლევან მაჭავარინმა არჩილ გორდულაძეს ჰკითხა - "ხომ არ ვიფიქროთ რამე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ აქტივისტების მიმართ, რომლებიც არ ცნობენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას", რაზე საპასუხოდაც გორდულაძემ თქვა, რომ "თუ პარლამენტი ამას დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ მოწოდება მათ შორის სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს".

საკმაოდ სასარგებლოა ნერვიული აშლილობის ზღვარზე მყოფი ქოცების ყურება. პირდაპირ მიგვითითებენ ჩვენი ბრძოლის სისწორეზე და სტრატეგიის შედეგიანობაზე.

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და არც სამზარეულოდან. მადლობა შეხსენებისთვის, რომ თქვენ არსებობას ჩვენი აღიარება სჭირდება - ვერ ეღირსებით!

ახლა მე იმ ადგილიდან მოგმართავთ, რომელშიც ვითომ იმისთვის ჩამსვით, რომ მაიძულოთ გაღიაროთ. ოღონდ გამოუტყდით თქვენს თავებს, რომ ჩვენ ორს შორის ცუდად თქვენ ხართ და არა მე.

„გიყვარვარ თუ გკიდივარ“ კანონის დარეგისტრირება, გროტესკის ახალი მწვერვალია. მთელ ამ მძიმე ამბებთან ერთად, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, არ მტოვებს განცდა, რომ მაიმუნი შეიპარა თვითმფრინავის საჭესთან.

ბოლომდე!" - წერს ელენე ხოშტარია. 

მსგავსი სიახლეები