"ოცნება" "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებს თანხმდება - თემა EU-ში გაწევრიანების გადახედვაა
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადებას პასუხობს.
როგორც დუბაიდან კობახიძემ თქვა, ისინი მზად არიან, დებატები გამართონ საკითხზე, "რა პლუსები და მინუსები აქვს ევროინტეგრაციას".
"ჩვენი მიზანია EU-ს წევრობა, პროცესის პლუს-მინუსებზე მსჯელობა შეიძლება"- თქვა "ქართული ოცნების" პრემიერმა.
რაც შეეხება დებატების შემოთავაზებას, ნებისმიერი სუბიექტისგან ნებისმიერი თემა შეგვიძლია, ავიღოთ და ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია გავმართოთ დისკუსიები. მთავარია, ელემენტარული პრინციპები იყოს დაცული, მათ შორის ერთ-ერთი პრინციპია კონსტიტუციური წესრიგის აღიარება. ნებისმიერ თემასთან დაკავშირებვით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია. აქ საუბარი ხომ არ არის, გინდა თუ არა გადავხედოთ ჩვენს კონსტიტუციურ ამოცანას. აქ საუბარია იმაზე, რომ ყველაფერს აქვს თავის პლუს-მინუსები და ამაზე შეიძლება შედგეს, ჩვეულებრივი ჯანსაღი მსჯელობა - რა პლუსები და მინუსები აქვს მაგალითად ევროინტეგრაციას. ჩვეულებრივი საკითხია, ყველა თემასთან დაკავშირებით შეიძლება შესგეს ჯანსაღი დისკუსია, მთავარია, ეს დიდკუსია ეფუძნებოდეს არგუმენტებს, იყოს ღია, გახსნილი და საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია ყველა თემასთან დაკავშირებით"- თქვა კობახიძემ.
„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიმართავს სამთავრობო პროპაგანდისტულ არხებს „იმედსა“ და „რუსთავი 2-ს“, დანიშნოს დებატები ევროინტეგრაციის საკითხზე.
ივანიშვილის სატელიტებად მიჩნეული პარტია ამტკიცებს, რომ "ხალხის ნებაა გადაიხედოს ევროკავშირისკენ სწრაფვა".