კობახიძე ისევ პარტიების აკრძალვაზე საუბრობს

05.02.26 17:51
კობახიძე ისევ პარტიების აკრძალვაზე საუბრობს

ირაკლი კობახიძე ისევ პარტიების აკრძალვაზე საუბრობს  - "ოცნების" პრემიერი ამჯერად გერმანულ მოდელზე დაყრდნობით ოპოზიციის ლიდერებს უთვლის, რომ ვინც არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმაციას, გერმანული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაიზიარებს. 

მახსენდება გერმანული საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი პრეცედენტი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აიკრძალა არა პოლიტიკური პარტია, არამედ პარტიასთან მიმსგავსებული წარმონაქმნი. ერთ-ერთ მიზეზად იყო გამოტანილი ის, რომ ის არ აღიარებდა გერმანიაში ჩამოყალიბებულ კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური პრაქტიკა, ამაზე მეტყველებს საერთაშორისო გამოცდილებაც. რა თქმა უნდა, ჩვენს შემთხვევაშიც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპები იყოს დაცული. საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგი, ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და თუ ვინმე ამას არ აკეთებს, უნდა არსებობდეს მექანიზმებიც, რომელიც საბოლო ჯამში ამას უზრუნველყოფს.

კანონი უნდა გაიწეროს სწორად და პრაქტიკა უნდა ჩამოყალიბდეს სწორად. გეთანხმებით, რომ გარკვეული სირთულეები ზღვრის გავლებასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს, თუმცა იმისთვისაა სამართლებრივი და მმართველობის სისტემა, რომ სწორად გაავლოს ზღვარი ასეთ შემთხვევაშიც, მათ შორის. თუ ეს ზღვარი სწორად არ გაივლება, არსებობს სხვადასხვა ინსტანცია, მათ შორის საერთაშორისო ინსტანცია, სადაც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში ზღვრის სწორად გავლების საკითხი. ყველანაირად არის გადაზღვეული ეს ყველაფერი. მთავარია, რომ ჩვენ შევქმნათ მექანიზმები კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები