როგორ დაუგეს მახე 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს? - ათონელის სასახლის დაცვის თანამშრომლის სკანდალური ჩვენება
როგორ დაუგეს მახე 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს - ათონელის სასახლის დაცვის თანამშრომელმა დღეს პრაქტიკულად პროკურატურის ვერსია თავდაყირა დააყენა. ირკვევა, რომ 4 ოქტომბერს გამთენიისას სასახლე უკვე გდდ-ს თანამშრომლებს ქონდათ დაკავებული. ანუ სპეცრაზმი შენობის შიგნიდან ელოდებოდა, როდის გადაინგრეოდა ღობე, მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდნენ გარეთ და მოქმედება დაიწყეს.
გიორგი წეველიძემ მოსამართლის თანდასწრებით გაიხსენა, როგორ დაურეკეს 3 ოქტომბერს და გააფრთხილეს რომ რეზიდენციაში სპეცრაზმი უნდა შეეშვა. დღეს გაირკვა რომ გედედეს თანამშრომლები ათონელის სასახლეში ღამის სამ საათზე შეიყვანეს.
დაცვის თანამშრომელმაც ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას საპასუხოდ თქვა, რომ ღობის გარდა სასახლის არცერთი ინვენტარი არ დაზიანებულა. მკაფიოდ განმარტა რომ ამის სურვილი აქციის მონაწილეებს რომ ჰქონდოდათ შეძლებდნენ.
პროკურატურის მოწმე დღეს სასამართლოს უმტკიცებდა რომ საკუთარი ყურით გაიგო როგორ მოუწოდებნენ მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე ხალხს სასახლე დაეკავებინათ. როგორც კი კითხვები დაპატიმრებულმა პოლიტიკოსმა დაუსვა პოზიცია შეცვლა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ ექსპერტთა ჯგუფი "ავტო-სახელოსნოებში" არკვევდა, თუ რა დაჯდებოდა სასახლის ღობის რკინის კონსტრუქციების აღდგენა.
სასახლის ღობის საქმეზე დღეს იყო დაპირისპირებაც - დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.