EU-ში გაწევრიანების გადახედვა - "ოცნება" დებატები გახსნაზე თანახმაა
ირაკლი კობახიძე ლეგიტიმურად მიიჩნევს დებატებს ევროინტეგრაციის დადებით და მის უარყოფით მხარეებზე. ეს თემა დღეს ქათული ოცნების სატელიტმა პარტიამ "ნეიტრალურმა საქართველომ" გახსნა. დილა ნანა კაკაბაძის და ვატო შაქარიშივლის განცხადებით დაიწყო, მათ ქართული ოცნება დებატებში გამოიწვია თემაზე, რატომ უნდა თქვას უარი ქვეყანამ ევროინტეგრაციაზე. 6 საათში პასუხი პირდაპირ კობახიძისგან მიიიღეს - ის მზად არის დისკუსია ამ თემაზე გაიხსნას და კაკაბაძე შაქარაშვილის პარტიის პირსპირპირ ამ თემაზე ოცნების პოლიტკური გუნდი დაჯდეს.
ნეიტრალური საქართველო დებატებთან ერთად მთავრობისგან ითხოვს გადახედოს ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილებას. მოთხოვნაზე პასუხი კი მკაფიო არ ყოფილა. ამ ერთი განცხადებით ბევრისთვის ცხადი გახდა, რისთვის სჭირდება ტელე დებატების გახსნა "ქართულ ოცნებას". ოპოზიცია ფიქრობს, რომ ბრძოლა ევროკავშირის წინააღმდეგ ახლა უკვე ორ ფრონტზე იწყება.
ემზადება თუ არა უარესი სცენარისთვის ოცნება. ის რაც ოცნების პარლამენტში ხდებაგანგაშის მიზეზია დასავლეთისთვის. გრანტების კანონს ბრიუსელიდან წითელი შუქი აუნთეს. ამ კანონით საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი- უთხრეს ოცნების ლიდერებს ევროკომისიიდან.
კობახიძემ კარგად იცის, რომ თუ ადამიანებს პოლიტიკური აზრის გამოხატვას შეუზღუდავს, ლეგიტიმაციის არცნობის თავისუფლებას აუკრძალავს, ეს დემოკრატიულ პრინციპებს დაარღვევაა.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.