ყოფილი მაღალჩინოსნები იზოლაციაში არიან - ვის დაუწესეს შეზღუდვები

05.02.26 20:14
ყოფილი მაღალჩინოსნები იზოლაციაში არიან - ვის დაუწესეს შეზღუდვები

სუს-ის ყოფილი უფროსი სრულ იზოლაციაში მოაქციეს. "პირველებს" დღეს ადვოკატმა დაუდასტურა, რომ ერთ დროს ივანიშვილის ყველაზე სანდრო კაცს მეუღლესთან, არასრულოვან შვილებთან ყველანაირი კომუნიკაცია აკრძალული აქვს. არ არეკინებენ ტელეფონზე, აკრძალული აქვს ოჯახთან მიმოწერის უფლებაც,  ციხეში პაემანზე არ უშვებენ ოჯახის წევრებს. 

ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მისი გუნდის პატიმარ წევრებს ოჯახებთან მიმოწერის უფლება წაართვა, პირველად გუშინ სახალხო დამცველისგან გახდა ცნობილი.  ციხეში შეხვედრების შემდეგ ლევან იოსელიანმა ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში ილაპარაკა. ომბუდსმენს გუშინ გვარები არ დაუსახელებია. დღეს კი უკვე "პირველებმა" დავადგენით, რომ ლილუაშვილის გარდა, სრულ იზოლაციაშია მოქცეული თავდაცვის ყოფილი მინისტრიც. ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებულ ჯუანშერ ბურჭულაძე 5 თვის განმავლობაში გამონაკლისის სახით მისცეს მეუღლის ნახვის საშუალება-  ზარების უფლება მასაც შეზღუდული აქვს. 

ერთადერთი პატიმარი, რომელიც ჯერ მსჯავრდებული არ არის და შეზღუდვებიც არ აქვს, ეს რომეო მიქაუტაძეა. ირკვევა, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც მასშტაბური კორუფციის საქმეზე უკვე 8 თვეა ციხეში ზის, რეკავს კიდეც, წერილებსაც წერს და პაემნის უფლებითაც კანონის მიხედვით სარგებლობს. პროკურატურამ მის შემთხვევაში პატიმრობის განსხვავებული პირობები მოითხოვა.

დეტალები ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

 

განსხვავებულ პირობებშია ირაკლი ღარიბაშვილი. ციხიდან ის რეკავს და ემზადება პირველი პაემინისთვის ოჯახთან რუსთავის 12-ე  დაწსებულებაში. ადბოკატი გვიხსის რომ ეს პრივილეგია არ არის, რადგან ღარიაშვილი უკვე მსჯავრდებულია და პროკლურატურას არ აქვს ფორმალური საფუძველიც კი მას პატიმართა კოდექსით მინიჭებუყლი უფლბეები შეუზღდოს.