საქართველოში ქორწინება და განქორწინება გაძვირდა
ფასებს ზრდა სახელმწიფოს სერვისებზე 2022 წლიდან დაიწყო და პიკს ახლა მიაღწია. გამოცემა "ბათუმელებმა" დათვალა, როგორ გაუძვირა ხალხს სახელმწიფო სერვისები "ქართულმა ოცნებამ". გუნდი, რომელიც საჯარო განცხადებებით მაღალ ფასებს ებრძვის, აღმოჩნდა თავად არის ფასების ზრდის ინიციტაორი. მაგალითად - პირადობის მოწმობის დამზადება 2022 წელს 30 ლარი ღირდა, 2026 წელს კი 60 ლარი ღირს - ფასი გაორმაგდა.
გაძვირებული დაქორწინება- განქორწინებაც. იუსტიციის სახლის ფილიალში ქორწინება სპეციალური სარიტუალო მომსახურებით 50 ლარიდან 75 ლარამდე გაიზარდა. ციხეში მყოფ მეორენახევართან ოფიციალური ქორწინების ღირებულება 255 ლარია. გაძვირებულია განქორწინებაც დოკუმენტის რეგისტაცისაა და გაცემის საფასურიც - 2026 წლისთვის ის 20 ლარით გაიზარდა.
2022 წელს იპოთეკის დამოწმება, 3 სამუშაო დღეში 75 ლარი ღირდა 2026 წლის მონაცემებით, იგივე პროცედურა 4 სამუშაო დღეში 150 ლარი ღირს - თუ გეჩქარება და დოკუმენტი იმავე დღეს გჭიდება, 350 ლარი უნდა გადაიხდაო.
გაძვირებული სახელმწიფო სერვისები მოქალაქეების ნაწილს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის. ამბობენ, რომ იძულებულები არიან გადაიხადონ გაორმაგებული თანხა სერვისში, რომელსაც გვერდს ვერ აუვლიან.
დეტალები ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.