ოცნების "კაპიტანი" კრემლში - რა მისიით ჩავიდა ადვოკატი მოსკოვში?

05.02.26 21:14
ოცნების "კაპიტანი" კრემლში - რა მისიით ჩავიდა ადვოკატი მოსკოვში?

ადვოკატი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ოცნების" კაპიტანი იყო , ახლა მოსკოვშია და რუსეთ საქართველოს ურთიერთობების დაახლოებას ითხოვს. ალექსანდრე კობაიძე, რომელსაც  საქართველოში კლიენეტები უჩივიან და მათი მტკიცებით გაქცეული იყო, მოულოდნელად მოსკოვში გამოჩნდა.

"ქართული ოცნების" კაპიტანი,  იმ ღონისძიების მონაწილე იყო სადაც მთავარ სტუმრად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა იყო მიწვეული.  

შეხვედრა, სადაც ქართველი ადვოკატი რუს დიპლომატს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ელაპარაკა მოსკოვში გუშინ შედგა. ალექსანდრე კობაიძე არ ამბობს, რა სტატუსით აღმოჩნდა "ქართლი ოცნების" საარჩევნო კაპიტანი, რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსნის პირისპირ, თუმცა ირწმუნება, რომ რუსეთში კონკრეტული მისიით ჩავიდა - დაახლოოს თბილისი მოსკოვთან. 

"ქართული ოცნების" კაპიტანი, რომელიც მოსკოვში იმყოფება, საქართველოში თაღლითობაშია მხილებული. კაცს, რომელიც ივანიშვილის გუნდისთვის საარჩევნო ხმებზე ნადირობდა, პატიმრები დიდი ფულის მითვისებაში ადანაშაულებენ. დაზარალებულები ამბობდნენ რომ ის ხალხის ფულის მოტყუებით დაუფლების შემდეგ რუსეთში გაიქცა. 

ოცნების "კაპიტანი" კრემლში - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით