სამოქალაქო ფორუმი იქნება ახალი პოლიტიკური პროცესის დასაწყისი - ლევან ცუცქირიძე
პარტია “თავისუფლების მოედანი სამოქალაქო ფორუმისთვის ემზადება. როგორც პარტიის ლიდერი, ლევან ცუცქირიძე ამბობს, დღეს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი დროა, საზოგადოების უმრავლესობა თვლის რომ ცვლილებების დროა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს ჩატარდეს სამოქალაქო ფორუმი, რომელიც გახდება ახალი პოლიტიკური საზოგადოებრივი პროცესის დასაწყისი.
დღეს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი დროა, საზოგადოების უმრავლესობა თვლის რომ ცვლილებების დროა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. “ოცნება“ საერთოდ აღარ ლაპარაკობს მომავალზე, ისინი არ ლაპარაკობენ იმაზე, საით მიყავთ ქვეყანა, ისინი ამბობენ, აი, ახლა რაც გვაქვს, სიცრუე, სიძულვილი, ადამიანების დაცალკევება, დაშინება, დეზინფორმაცია, კორუფცია და ა.შ. ეს არის საუკეთესო, რაც შეიძლება გვქონდეს.
ფორუმის თანაორგანიზატორები ვართ ჩვენ, “თავისუფლების მოედანი“ და საზოგადოებრივი ასამბლეა, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს სამოქალაქო ფორუმი, ეს არ არის პარტიული ყრილობა, მაგრამ ჩვენ როგორც პოლიტიკური პარტია, თავს ვთვლით ვალდებულად, ის საჭიროება, რაც საქართველოს საზოგადოებას აქვს, დავინახოთ ის მომავალი, საითაც გვინდა მივიდეთ, ამის რეალიზებაში კი ჩვენ შევუწყოთ ხელი საზოგადოებას. ამიტომაც, ეს იქნება სამოქალაქო ფორუმი და ჩვენ აქ ვისაუბრეთ მომავალზე. ჩვენ თუ არა დავინახეთ და შევთანხმდით, სად მივდივართ, როგორი ქვეყანა გვინდა, როგორი განათლება, პოლიტიკა, სოფელი და ა.შ. გვინდა, ჩვენ გაგვიჭირდება ამ მომავალთან მისვლა, გზის დანახვა და მისი გავლა. ცვლილებებისთვის რა არის მნიშვენლოვანი: პირველი, ეს არის საზოგადოების შეთანხმება იმაზე, როგორი უნდა იყოს ცვლილებები, ჩვენ ვერ ვივლით ერთად, თუ არ გვეცოდინება სად მივდივართ. ამაზე კონსესუსის შექმნა საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესია,- ამბობს ცუცქირიძე.
მისივე თქმით, სანდო სამოქალაქო ალტერნატივის ჩამოყალიბების ფორმირების გარეშე ცვლილებები რთული იქნება.
ახლა გვჭირდება დავინახოთ რა გვინდა, სად მივდივართ, რომ ერთად გავიაროთ ეს გზა. [...]ეს ფორუმი არ იქნება, არც არაფრის შეჯამება, არც არაფრის დასაწყისი. სამოქალაქო ფორუმი იქნება ახალი სამოქალაქო და პოლიტიკური პროცესის დასაწყისი,- დასძინა მან.