სუს-ში ხელფასები ისევ გაიზარდა – მდინარაძის ხელფასი 15 945 ლარი გახდა

05.02.26 21:37
სუს-ში ხელფასები ისევ გაიზარდა – მდინარაძის ხელფასი 15 945 ლარი გახდა

1 თებერვლიდან სუს-ში ხელფასები ისევ გაიზარდა – მდინარაძის ხელფასი 15 945 ლარი გახდა.

მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 4 თებერვლის დადგენილებით სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის ხელფასი პირველი თებერვლიდან ჯამში 15 945 ლარი იქნება [აქედან 15 690 თანამდებობრივი სარგოა, 255 ლარი კი წოდებრივი].

იანვარში მდინარაძის ხელფასი 15 170 ლარი იყო [14 940 ლარი თანამდებობრივი და 230 ლარი წოდებრივი სარგო].

მამუკა მდინარაძის, როგორც სუს-ის უფროსის თანამდებობრივი სარგო გასულ წელთან შედარებით 2 110 ლარით გაიზარდა.

სუს-ის უფროსის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთის ოდენობა დამოკიდებულია მის წოდებაზე. მაგალითად, 4 თებერვლის დადგენილებით, სუს-ში თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი წოდების მქონე უფროსისთვის არის 15 690 ლარი, ხოლო იგივე განაკვეთი წოდების არმქონე უფროსისთვის 14 340 ლარი.

წყარო: ბათუმელები