კალაძე არის აბსოლუტურად დოყლაპია მმართველი, რომლის ქვეშაც ყველა კორუმპირებულია - ირაკლი აბესაძე

05.02.26 23:32
კალაძე არის აბსოლუტურად დოყლაპია მმართველი, რომლის ქვეშაც ყველა კორუმპირებულია - ირაკლი აბესაძე

იურისტი, ირაკლი აბესაძე 3 ვარიანტს ასახელებს, რომელშიც მისი თქმით, კალაძის საქმიანობა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

აბესაძის თქმით, სამივე შემთხვევაში, ის მინიმუმ თანამდებობიდან გასაგდებია და დამნაშავეა. 

ნორმალური და გამართული სასამართლო სისტემის პირობებში, სამივე შემთხვევაში ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა,- განაცხადა აბესაძემ გადაცემა “რეაქციაში.“

3 ვარიანტია, კალაძე რაშიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ერთი - ის არის აბსოლუტურად დოყლაპია მმართველი, რომლის ქვეშაც ყველა კორუმპირებულია, აგერე საბავშვო ბაღების ფულს იპარავენ, მეტროს ვაგონის შეკეთების ფულს იპარავენ, ხვალ გაგვიმხელენ, რომ მშენებლობის ნებართვების სფერო კორუმპირებულიაა. ანუ, მერი გვყავს, რომელიც დოყლაპიაა. მეორე ვარიანტია, რომ კალაძე ხედავს ამ ყველაფერს, მაგრამ არ რეაგირებს, უბრალოდ გულგრილია, ან იცის, რომ ის ლილუაშვილისაა, სხვა გვარებს არ ჩამოვთვლი, ამას გამოძიება დაადგენს და ამაზე არ რეაგირებს და მესამე ვარიანტია - ის თავად იღებს ატკატებს, თავად არის ამ კორუფციაში, თავიდან ბოლოდემ ჩაფლული. რომელიც არ უნდა აირჩიოს კალაძემ, სამივე ვარიანტში ის მინიმუმ თანამდებობიდან გასაგდებია და დამნაშავეა. ნორმალური და გამართული სასამართლო სისტემის პირობებში, სამივე შემთხვევაში ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა, - განაცხადა აბესაძემ.