სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი მაკა ბოჭორიშვილის მოადგილესთან გამართული შეხვედრის შემდეგ

06.02.26 11:09
სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი მაკა ბოჭორიშვილის მოადგილესთან გამართული შეხვედრის შემდეგ

სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი ბოჭორიშვილის მოადგილესთან გამართული შეხვედრის შემდეგ -  "ინდიფენდენს ავენიუ მედიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, დეპარტამენტის სპიკერი ამბობს, რომ მარკო რუბიოს უწყების წარმომადგენელ ბრენდან ჰანრაჰანსა და ლაშა დარსალიას შორის გამართული შეხვედრის დროს საუბარი სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე შედგა - განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება.

სახელმწიფო დეპარტამენტმა არ უპასუხა "ინდიფენდენს ავენიუ მედიის" მიერ დასმულ კითხვას, დასრულდა თუ არა საქართველოს მიმართ ადმინისტრაციის პოლიტიკის შემუშავება და მიმდინარეობს თუ არა მუშაობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ „მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს“.

„ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.