ბესარიონ ალავიძის სკანდალური განცხადების შემდეგ “ოცნებაში“ პირველი კომენტარები კეთდება

06.02.26 13:29
ბესარიონ ალავიძის სკანდალური განცხადების შემდეგ “ოცნებაში“ პირველი კომენტარები კეთდება

მას შემდეგ, რადც უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლე, ბესარიონ ალავიძემ ახალი ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია დაანონსა, “ოცნებაში“ დაიწყეს მტკიცება, რომ დღევანდელ რეალობაში ნებისმიერი ჩანაწერის გაკეთებაა შესაძლებელი და შესაძლოა, მას მართლაც აქვს ეს ფაილები, თუმცა, რამდენად ნამდვილია, გასარკვევია.

კახა კალაძე ამბობს, რომ ბევრჯერ გაკეთდა მსგავსი განცხადებები, რომლებიც რეალობას აცდენილია და არ არსებობს არგუმენტი, რომ ეს დაიჯეროს ვინმემ. 

დღევანდელ რეალობაში, თანამედროვე მსოფლიოში, ნებისმიერი ჩანაწერის გაკეთებაა შესაძლებელი, არა მხოლდო აუდიო ჩანაწერზეა საუბარი, არამედ ვიდეო ჩანაწერებიც შეიძლება გაკეთდეს. შესაბამისად, ბევრჯერ ვიხილეთ და გვახსოვს ამ ტიპის განცხადებები, რომლებიც რეალობას აბსოლუტურად აცდენილი იყო, არანაირი არგუმენტი არ მაქვს იმის, რომ აღნიშნული პიროვნების განცხადება ჩემთვის იყოს სარწმუნო და დავიჯერო, - ამბობს კალაძე.

როგორც კი გამოაქვეყნებს, შემდეგ ვნახოთ, - ასე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას შალვა პაპუაშვილი, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება აღნიშნული განცხადების შემდეგ. 

ეს ბრალდება არ არის, ის ამბობს, რომ მაქვს ამის მტკიცებულებაო, დანაშაული მოხდა და ხელს აფარებს დანაშაულს? ის სავარაუდოდ ამბობს, რომ ამ ჩანაწერში აღწერილია დანაშაული და ის ამ დანაშაულს მალავს, - განაცხადა პაპუაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ახალი ჩანაწერები გამოქვეყნება დააანონსა. როგორც მან განაცხადა, ჩანაწერებში როგორც კლანის სასამართლოს, ასევე უსაფრთხოების თანამშრომლები ფიგურირებენ.