შემდეგ პროცესზე მაინც მოგყავთ სპეცრაზმელები? მოვიდნენ და ჩამხედონ თვალებში... - ხაბეიშვილი

06.02.26 13:52
შემდეგ პროცესზე მაინც მოგყავთ სპეცრაზმელები? მოვიდნენ და ჩამხედონ თვალებში... - ხაბეიშვილი

 

 

შემდეგ პროცესზე მაინც მოგყავთ სპეცრაზმელები? მოვიდნენ და ჩამხედონ თვალებში... - ამ სიტყვებით მიმართა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, ლევან ხაბეიშვილმა. 

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ ამ სპეცრაზმელების გამოყოფაზე სუს-მა მისწერა გდდს, ახლა კი სხდომაზეც კი არ მოჰყავთ.

ხაბეიშვილი პროცესის მიზანიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობს.

საზოგადოებას მინდა გავაგებინო, რომ დღესაც პროცესი რომელიც მიმდიანრეობს, ეს არაა ჩემი სასამართლო პროცესი, არც წინა, არც იმის წინა. პრაქტიკულად, ჩემი პროცესი არ ყოფილა არცერთი. ეს ხდება მიზანმიმართულად, სასამართლო ატარებს პროცესს, მე მჯერა მოსამარეთლესაც ესმის, რომ ჩემი პროცესი არის 3 საათიანი, 4 საათიანი, სადაც მოწვეული არიან სპეცრაზმელები, და ეს ხალხი ვერადავერ მოვიდა... იმ ხალხს სუს-იდან მიწერეს, მე რომ თავპირი დამალეწეს იმ ხალხს მიწერეს, მოიწვიეს, სამი ადამიანი გამოყვეს და ეს ადამიანები რომ მოვიდნენ სასამართლო ამ საქმეს დაამთავრებს 3-დან 4 საათში. 

მინდა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ნახევარი წელი შესრულდება და ერთი პროცესი არ ყოფილა. ერთადერთი იყო, სადაც წინაასასამართლო პროცესზე სიტყვა მათქმევინეს. ეს სამი კაცი (გდდ-ს თანამშრომლები) რომ მოიყვანოთ, დამთავრდებ მალე პროცესი.

მაინტერესებს, მოვიდნენ, ჩამხედონ თავალებში. რა უნდა ილაპარაკონ ამათმა, რომ შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი. შეურაცხყოფილად კი არა სახის ძვლები დამილეწეს და თავის ქალა ამხადეს. 

ვითხოვ ჩემს სამსამართლო პროცესს, 20-ში მაქვს სასამართლო და მაინტერესებს, 20-ში მაინც მოგყავთ?", - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.