ციხეში დამაყადაღეს - ლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი ამბობს რომ დააყადაღეს - ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სასამართლო პროცესზე ცოტა ხნის წინ თქვა, რომ 9000 ლარის ოდენობის ჯარიმის ფურცელი მას ციხეში გაუგზავნეს.
ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ეს ხდება მაშინ, როცა მისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ამ დრომდე არ აქვს უფლება თუნდაც წერილები გაუგზავნოს ან მიიღოს ოჯახის წევრებისგან.
გუშინ ვუყურებდი, რომ აქტივისტებს ყადაღა დაადეს, არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ციხეში დამაყადარეს, ციხეში გამომიგზავნეს 9000 ლარის ჯარიმა. მოწმე პროცესზე არ მოდის, ტელეფონი არა, შვილები არა, მოწერა არა, ყველაფერი ამიკრძალეს და კიდევ 9000 ლარის ჯარიმა გამომიგზავნეს ციხეში", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი .
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.