ლევან ხაბეიშვილის გზავნილი ოპოზიციას
ლევან ხაბეიშვილის გზავნილი ოპოზიციას - პატიმრობაში მყოფი ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ დღეს სასმართლზოე თქვა, რომ საჭიროა მეტი კონსოლიდაცია, მეტი აქცია და ბრძოლა ყველა არსებულ პლატფორმაზე, რომ გათავისუფლებულები იყვნენ სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები.
"ტერორისტებს როცა აჰყავს მძევლები, ან გადადიან შეტევაზე და ათავისუფლებენ მძევლებს, ან იწყებენ მოლაპარაკებებს" - თქვა ხაბეიშვილმა.
რაღაცას რომ ვიტყვი, მერე ვიღაცები ბრაზობენ, ხაბეიშვილის ტონი არ მოგვწონსო, უკაცრავად ახლა, ჩემი ტონი თუ არ მოგეწონათ. მე თქვენი გულშემატკივრის პოზიციიდან ვლაპარაკობ, რომელსაც არასდროს არაფერზე პრეტენზია არ ჰქონია - თქვენი მონამორჩლი, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, ინგლისური არ იცის, რომელიც ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაღატაკებული ქვეყნის შვილი ვარ. არაფერი ზედმეტი ჩემს შვილებს არ აქვთ, ეს მიმაჩნია ჩემს ყველაზე დიდ სიმდიდრედ.
ჭყლოპინებთ ეთერებში, რომ თურმე ხალხი ვერ ხედავს ალტერნატივას, ვაი, თქვე უბედურებო, თქვენ ეს ხალხი გონებაშეზღუდულები ხომ არ გგონიათ? ალტერნატივა არ არის კი არა, არის ყველაზე ნიჭიერი, პატრიოტი ხახლი და ეთერებში ალეტრნატივას ვერ არჩევენ...
რუსუდან კობახიძის მსგავსი გმირები რომ იყვნენ ყველა... ამდენი ხანი ვუყურებ და შიში ისე გაჯდა, რომ ყველაფერზე ილაპარაკებენ, ოღონდ კონკრეტიკაზე არ ილაპარაკონ.
ყველა მიყვარხართ, განა თქვენი არ მესმით, რა მძიმე მდგომარეობაში ხართ, მაგრამ თუ ასეთი სიმძიმეები გაქვთ, რატომ დაიჭირეთ ჩემის ეს სიტყვები...
ტერორისტებს როცა აჰყავს მძევლები, ან გადადიან შეტევაზე და ათავისუფლებენ მძევლებს, ან იწყებენ მოლაპარაკებებს. ხოდა, ყველამ გაიგო ლაპარაკი და ბრძოლა არავინ არ გაიგო.
კაი, თქვენ გაბრაზდით ჩემზე, მოიოხეთ გულები, მე თქვენკენ ვარ კაცო... არის ხალხი მზად იმისთვის, რომ არ უნდოდეთ ჟურღმულში ცოხვრება", - თქვა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.
ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.