ჩვენ არ ვეჭიდებით წითელ ხალიჩებს - პაპუაშვილი
"ჩვენ არ ვეჭიდებით წითელ ხალიჩებს და ჩვენთვის არ არის საკითხი იმაში, ხელი ვინ ვის ჩამოართვა" - ამის შესახებ დღეს მედიასთან შალვა პაპუაშვილი იმ ფონზე ირწმუნებოდა, როცა ადმინისტრაციამ მიხეილ ყაველაშვილისა და მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვედრის ამსახველი ფოტოები გამოქვეყნა.
ასევე დღეს გავრცელდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გადაღებული ფოტოც, სადაც ის ეროვნული ლოცვის საუზმეს ესწრებოდა.
ჩვენ არ ვეჭიდებით წითელ ხალიჩებს და ჩვენთვის არ არის საკითხი იმაში, ხელი ვინ ვის ჩამოართვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის შინაარსი. შინაარსი კი არის შემდეგი, რომ აემრიკის წინა ადმინისტრაციამ მძმედ დააზიანა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, მათ შორის იმითაც, რომ სტრატეგიულიი თანამშრომლობა შეწყვიტა, რასაც სჭირდება გამოსწორება.
ჩვენ გამოვთქვით ჩვენი მხრიდან მზაობა, რომ ეს ფურცელი გადავშალოთ. რაც შეეხება შეხვედრებს, სამუშაო შეხვედრები არც არასდროს შეწყვეტილა საგარეო უწყებებს შორის, სამუშაო შევხედრები გრძელდება, თუმცა, ჩვენთვსი მთავარია პოლიტიკური დონე ამ ურთიერთობებისა.
ეს არის მოსახლეობის ინფრომირება, რომ გარკვეული კონტაქტები და შეხვედრები არის. როცა არის გარკვეული შინაარსის გაჯრერება, ამასაც ვაჯღერებთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.