"ოცნების" მაღალჩინოსნების შტატებში გადაღებული ფოტოები - რას ამბობს კალაძე

06.02.26 15:47
"ოცნების" მაღალჩინოსნების შტატებში გადაღებული ფოტოები - რას ამბობს კალაძე

 

 

რისი დასტურია ის ფოტოები, რომლებიც შტატებში ვიზიტით მყოფმა "ოცნების" მაღალჩინოსნებმა გამოქვეყნეს? - ეს კითხა დღეს "პირველების" ჟურნალისტმა კახა კალაძეს დაუსვა და გაახსენა ის ფაქტი, როგორ ქილიკით მოიხსენიებდა სალომე ზურაბიშვილის, რომელიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან ფოტოებს აქვეყნებდა. 

ინაუგურაცის მერწმუნეთ, მე უფრო კომფორტულად ვუყურე, ვიდრე სალომე ზურაბიშვილმა - განაცხადა კალაძემ, "ოცნების" მაღალჩინოსნების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე კი კომენტარი არ გააკეთა. 

თბილისის მერმა დღეს თქვა, რომ "ოცნება" ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვსი მოლოდინშია, ასევე დასძინა, რომ დონალდ ტრამს „დიფ სთეითის“ დამარცხებაში ვგულშემატკივრობენ". 

ჩვენ იმ საქმეში, რაზეც ტრამპი საუბრობს: ომის დასრულება და „დიფ სთეითის“ დამარცხება, ვგულშემატკივრობთ ამ ყველაფერში. დანარჩენი, რაც შეეხება ურთიერთობების გადატვირთვას, ველოდებით. როგორც კი ეს მოხდება, ეს აისახება ურთიერთობებზე, აისახება ჩვენს ქვეყანაზე", - განაცხადა კალაძემ. 

დღეს ადდმინისტრაციამ მიხეილ ყაველაშვილისა და მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვედრის ამსახველი ფოტოები გამოქვეყნა.

ასევე გავრცელდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გადაღებული ფოტოც, სადაც ის ეროვნული ლოცვის საუზმეს ესწრებოდა.