“ხალხის ძალა“ “ოცნებაზე“ განაწყენებულია - ხუნდაძე ამბობს, რომ ივანიშვილის პარტიაში ერთგულ ადამიანებს არ აფასებენ

06.02.26 16:01
“ხალხის ძალა“ “ოცნებაზე“ განაწყენებულია -  ხუნდაძე ამბობს, რომ ივანიშვილის პარტიაში ერთგულ ადამიანებს არ აფასებენ

დიმიტრი ხუნდაძე “ოცნებაზე“ განაწყენებულია. ის ირაკლი კობახიძის მთავრობას უპირისპირდება  და საკადრო პოლიტიკას უწუნებს.

მისი თქმით,  “ისინი არ ადამიანებს, რომლებიც 2012 წლიდან “ოცნების“ ერთგულები არიან“.

ხუნდაძემ ამ თემაზე ჯერ სხდომათა დარბაზში ისაუბრა, შემდეგ კი სამთავრობო მედიის ეთერშიც გაიმეორა. 

მისი თქმით, ხშირად გადაწყვეტილების მიმღები პირები პოლიტიკურ თანამდებობზე ისეთ პირებს არჩევენ, რომლებიც არათუ კავშირში არიან “ოცნებასთან“ არამედ ოპონენტების მხრიდან არიან მოსულები.

ფაქტია, რომ საკადრო პოლიტიკას აქვს ხარვეზები. არა თუ ხარვეზები, 2012 წლის მებრძოლი ხალხი, მასინ არჩევნებში მონაწილეობა და ბატონი ბიძინას გვერდში დგომა სერიოზულ რისკებს შეიცავდა, თუმცა, მაინც გვერდში დაუდგნენ და დრეს, უდიდესი მათგანი ჩამოშორებულია პროცესს, მაგრამ ყველა არჩევნებზე მათ იმედადაა მმართველი გუნდი. ისინი გამოჩნდებიან ხოლმე, მაგრამ მერე მათი ფასი გუნდში იკარგება. ადამიანები ბევრი დასაქმებულები არ არიან, ზოგი ყურადღების მიღმაა. მე ვფიქრობ, რპობლემაა, როდესაც პოლიტიკურ თანამდებობაზე ისეთი პირები ჩნდებიან, რომლებსაც არავითარი პოლიტიკური წარსული არ აქვს, ან პირიქით, ოპონენტის ველიდან იყოს გადმოყვანილი. “ოცნებას“ აქვს ერთი მცდარი მიდგომა, ჩვენებს არ სჭირდებათ მეტი ყურადღება, ისინი მაინც ჩვენები არიან, მოდი, მოწინააღმდეგე ველიდან უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ, იქნებ ისინი გახდნენ ჩვენები, ისინი არასდროს გახდებიან ჩვენები. მინდა, მოვუწოდო “ოცნებას“ რეორგანიზაციის შემდეგ გაითვალისწინოს ერთგული და საქმშობლოს გევრდში მდგომი ადამიანები, - განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძის შემდეგ ამ საკითხზე მისივე თანაგუნდელმა, გურამ მაჭარაშვილმაც ისაუბრა. მან არ დამალა, რომ განსაკუთრებული პრეტენზიები საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ აქვს. 

მისი თქმით, ბოჭორიშვილის უწყებაში დასაქმებულები არიან ადამიანები, რომლებიც აქციებზეც კი დადიან. 

სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები უნდა იყვნენ სახელმწიფო სექტორში. როდესაც შენ, მინიმუმ საგარეო საქმეთა სამინისტროში გყავს ისეთი თანამშრომლები, რომლებიც სახელწმიფოს წინააღმდეგ მიმართულ რადიკალურ პროცესებს მხარს უჭერენ და ზოგჯერ მონაწილეობენ და ა.შ. ბუნებრივად ვერ გექნება ჯანსაღი სიტუაცია სახელმწიფოში. ამაზე ვინცაა პასუხისმგებელი, იმაზეც ვსაუბრობ, ის ადამიანი არ უნდა იყოს იქ, რომელიც ისეთ საჯარო მოხელეს აჩერებს საჯარო სამსახურში, რომელიც საკუთარი ქვეყნსი საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობს, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, პერსონიფიცირებას არ აპირებენ, თუმცა, დაფასებაში გულისხმობენ იმას, რომ ამ ხალხმა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში, რაღაც დონეებზე.

“ოცნებაში“ უარყოფენ იმას, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ მხარდამჭერებს არ აფასებს და ამას დიმიტრი ხუნდაძესთან თავად გაარკვევენ.

კონკრეტულად რაზეა საუბარი, არ ვიცი, ზოგადად, ყველა გუნდში მთავარი მიდგომაა, რომ პროფესიონალები უპირველეს ყოვლისა და შემდგომ, გუნდის და ქვეყნისადმი ლოიალური ადამიანები უნდა იყვნენ, შესაბამისად, ისინი, ვისაც შემდგომ ეყრდნობა ესა თუ ის სტრუქტურა, - განაცხადა პაპუაშვილმა.