ჰიპერი "ოცნების" კანონებზე: კლასიკური გადახრის და პროექციის ტაქტიკაა - სწორედ ეს ხდება ახლა საქართველოში
მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ეს კლასიკური გადახრის და პროექციის ტაქტიკაა, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა საქართველოში რეპრესიულ კანონებზე ევროსკოპის დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჰიპერის თქმით, ისინი ვერ ხედავენ დემოკრატიის, თავისუფლების და უფლებების გაუმჯობესების რაიმე ნიშნებს, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოში.
როგორც ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების წევრებისთვის "შემდგომი ზომების" მიღება ისევ დღის წესრიგშია.
მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ეს კლასიკური გადახრის და პროექციის ტაქტიკაა. სწორედ ეს ხდება ახლა საქართველოში, სამწუხაროდ. ჩვენ ვერ ვხედავთ დემოკრატიის, თავისუფლების და უფლებების გაუმჯობესების რაიმე ნიშნებს რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოში. სამოქალაქო საზოგადოებას, სიტყვის თავისუფლებას.
რაც შეეხება პოლიტიკურ კონტაქტებს - როგორც იცით, ჩვენ დავწიეთ პოლიტიკური კონტაქტების დონე. ასევე შევაჩერეთ ყველა პირდაპირი დახმარება ქართულ ხელისუფლებასთან და ასევე შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.
ჩვენი მხრიდან სულ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ასევე განვიხილავთ შემდგომ ზომებს ქართულ ხელისუფლებასთან, რათა დაუბრუნდეს დემოკრატიულ კურსს,- განაცხადა ჰიპერმა.