ჯუანშერ ბურჭულაძეს ესპანეთში ნაყიდი სახლი დაუყადაღეს
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ესპანეთში ნაყიდი სახლი დაუყადაღეს - როგორც საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პროკურატურას ესპანეთის სამეფომ რამდენიმე დღის წინ, თებერვლის დასაწყისში აცნობა აღნიშნული ინფრომაციის შესახებ.
ესპანეთში ჯუანშერ ბრუჭულაძის მეუღლის, ნინო მხეიძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ესპანეთის სამეფოს შესაბამისმა სასამართლომ დააყადაღა. დღეს წარვადგინეთ, ამ თვის დასაწყისში შემოვიდა ეს ინფორმაცია ესპანეთისგან. ამ დაყადაღების დაფუძელი აგხდა ეს საქმე, რადგან ვედავებით სწორედ ფინანსურს საკითხებს, მათ შორის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ამ კუთხით ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზა და თემატური რევიზია. მათ შორის განხილულია მისი ოჯახის წევრების და მისი ქონებები. შედარებულია შემოსავალი და გასავალი. როგორც იცით, 7 მილიონამდე უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ვედავებით.
ჩვენ მივმართეთ უშუალოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც გამოსცა შესაბამისი განჩინება. შემდეგ უკვე სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მიმართული იქნა შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ და პროკურატურის მიერ ესპანეთის სამეფოსთვის და სწორედ ესპანეთის სამეფომ ჩათვალა მიზანშეწონილად დაედო ყადაღა ნინო მხეიძის სახელზე გაფორმებული სახლისთვის.
ყადაღის დადების დროს მისი განკარგვის უფლება არ აქვთ. დალუქეს თუ არა ეს არ ვიცი. როგრო ხდება ესპანეთის კანონდებლობის თანახმად, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, თუმცა საქმის დასრულებამდე ვიდრე ყადაღა არ მოეხსნება, განკარგვის უფლება არ აქვთ.
რაც შეეხება (პენსიონერ ოჯახის წევრებს) მათ ყველა ანგარიშს დაედო ყადაღა, ასე გამოყოფილი არ არის. ყველა ანგარიშს, სადაც მათ უფიქსირდებოდათ თანხა, მათ შორის ქონება, დაედო ყადაღა. რაც შეეხება ყადაღის მოხსნას, მათ ამის თაობაზე შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს. ", - ამბობს პროკურორი ანი ლეკიაშვილი
ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.