ყოფილი მოსამართლე "ოცნების" მხილების ახალ სერიას აანონსებს
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მოსამართლეთა კლანს მხილების ახალ სერიას უანონსებს. ბესარიონ ალავიძე "ტვ პირველის" ეთერში ადასტურებს, რომ აქვს არა ერთი, არამედ რამდენიმე ფარული ჩანაწერი, რომლის ფიგურანტებიც მოსამართლეები და სუს-ის თანამშრომლები არიან. აქამდე სასამართლოს კულისების ამბებს თვითონ ყვებოდა, ახლა კი აანონსებს, რომ მის მონაყოლს ფარული ჩანაწერები დაადასტურებს. რა ისმის მასალაში, ჯერ არ ამბობს, თუმცა მიანიშნებს, რომ პოლიტიკურ საქმეებს ეხება.
მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე - ყოფილი მოსამართლის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს სასამართლო სისტემაში საქმეებს სუს-ის მოქმედი უფროსი და პრემიერი ულაგებენ. სქემა ისეა აწყობილი, რომ კვალი ივანიშვილამდე არ მივიდეს. წლებთან ერთად კლანთან ოლიგარქის შუამავალი სხვადასხვა პირი იყო. როგორც ალავიძე ყვება მისი სისტემაში ყოფნის დროს ივანიშვილის შავ საქმეებს ვახტანგ გომელაური და გრიგოლ ლილუაშვილი ასრულებდნენ, ახლა დავალება მოქმედმა ხელმძღვანელობამ გადაიბარა.
სასამართლო ხელიდან ხელში გადადის - ასეთია იძულებით ემიგრაციაში წასული მოსამართლის სათქმელი დღეს. კაცი, რომელიც უზენაეს სასამართლოში ყოფნის დროს სუიციდის მცდელობამდეც კი მიიყვანეს, აქამდე უთქმელ ამბებზე ახლა საჯაროდ ლაპარაკს ამჯობინებს. იხსენებს იმ მოსამართლეებსაც, ვინც ივანიშვილთან პირდაპირ ხაზზე იყვნენ. ასეთი მისი თქმით 2 - ია - ერთი უზენაესის ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, მეორე კი ქართუ ბანკის ყოფილი იურისტი, ამჟამად მოსამართლე მზია თოდუაა.