"ქართული ოცნება" "საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის" შექმნას გეგმავს

06.02.26 22:24
"ქართული ოცნება" "საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის" შექმნას გეგმავს

"ქართული ოცნება" "საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის" შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის განკარგულებიდან ირკვევა, რომელიც პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებულ გეგმებს შეეხება. 

დოკუმენტში აღნიშნულ საკითხს ერთი აბზაცი ეთმობა.

საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნება, რომელიც საკუთარ სახელწოდებაში გამოიყენებს ტერმინს "ბანკი" და რომელიც არ განახორციელებს კომერციული ბანკისთვის განსაზღვრულ ისეთ საბანკო საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ეროვნული ბანკის ლიცენზიას. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი ცვლილებები უნდა აისახოს "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში," - წერია დოკუმენტში. 

ამ დროისთვის უცნობია, რა ფუნქცია ექნება განვითარების ბანკს და ვის დაექვემდებარება ის.