კობახიძე: "საქართველოს განვითარების ფონდი" "აწარმოე საქართველოსთან" გაერთიანდება და სახელმწიფო ბანკად იქნება წარმოდგენილი
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "საქართველოს განვითარების ფონდის" ლიკვიდაცია არ იგეგმება. როგორც "ოცნების" პრემიერი ამბობს, იგეგმება მისი "აწარმოე საქართველოსთან" გაერთიანება და სახელმწიფო ბანკად იქნება წარმოდგენილი.
ეს კლასიკური ბანკი არაა, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი - აცხადებს კობახიძე.
არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შერწყმაზე. რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც შესაბამისი ფუნქციებით იქნება დატვირთული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იყო რამდენიმე სხვადასხვა უწყება, რომელიც შესაბამის ფუნქციებს ითავსებდა და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც ამ ფუნქციებით იქნება დაკავებული. საუბარია „საქართველოს განვითარების ფონდი“, შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. ეს, ბუნებრივია, არ არის კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. ეს ცვლილებები გახდა საჭირო ოპტიმალური მართვისთვის. როდესაც მსგავსი ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა ინსტიტუტებზე, უმჯობესია, ეს ყველაფერი ერთიანი ხაზით იყოს მართული ", - განაცხადა კობახიძემ.
გუშინ, მთავრობის საიტზე გამოქვეყნებული ირაკლი კობახიძის განკარგულებიდან ცნობილი გახდა, რომ იგეგმება საქართველოს განვითარების ფონდის [ყოფილი საპარტნიორო ფონდი] ლიკვიდაცია.
„სააქციო საზოგადოება - საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ძალადაკარგულად გამოცხადდება „სააქციო საზოგადოების - საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონი“, - წერია დოკუმენტში.
- „საპარტნიორო ფონდს“ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა დავით საგანელიძე, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი;
- 2023 წელს რეორგანიზაციის შემდეგ ის უკვე „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
- ფონდის ხელმძღვანელობა ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩაიბარა.