"ოცნების" მაღალჩინოსნების შტატებში გადაღებული ფოტოები - რას ამბობს კობახიძე
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შტატებისგან შემხვედრ ნაბიჯებს მოთმინებით ელოდება.
"ოცნების" პრემიერი მიხეილ ყაველაშვილისა და მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვედრის ამსახველი ფოტოებს გამოეხმაურა და განაცხადა: "ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კომუნიკაცია შედგა"
ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გვინდა, ეს პარტნიორობა განახლდეს სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები და პრინციპები. ჩვენ მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ამ მიმართულებით", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ადმინისტრაციამ გუშინ მიხეილ ყაველაშვილისა და მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვედრის ამსახველი ფოტოები გამოქვეყნა.
ასევე გავრცელდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გადაღებული ფოტოც, სადაც ის ეროვნული ლოცვის საუზმეს ესწრებოდა.