ვინ არის მოსამართლე, რომელიც ტროტუარზე დგომისთვის ხალხს ციხეში უშვებს

07.02.26 17:28
ვინ არის მოსამართლე, რომელიც ტროტუარზე დგომისთვის ხალხს ციხეში უშვებს

35 წლის დავით მაკარაძე, პირველი მოსამართლეა საქართველოში, რომელმაც მოქალაქეს ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობა შეუფარდა.

"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, რა მისიით მიავლინეს მაკარაძე 2025 წლის ნომებრში გორის სასამართლოდან თბილისში და რა როლი ჰქონდა სიდედრს, ყოფილ მოსამართლეს თამარ ჭუნიაშვილს სიძის მოსამართლედ ქცევაში.

ირკვევა, რომ მაკარაძე უვადოდ მოსამართლედ სიდედრის პენსიაზე გასვლიდან ხუთ თვეში დანიშნეს. 35 წლის მაკარაძე წლების განმავლობაში, გორში მუშაობდა სისხლის სამართლის საქმეებზე, მაგრამ გასული წლის ნოემბერში ის თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. სწორედ იმ დროიდან ჩნდება მისი სახელი აქციების მონაწილეების საქმეებში.

2025 წლის 21 ნოემბერს მოსამართლე მაკარაძემ სინდისის პატიმრის, მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის ხუთ მონაწილეს პატიმრობა შეუფარდა, ამას უკვე მოყვა ტროტუარზე დგომისთვის გასამართლება.

ის, ვინც სასმართლო სისტემას წლებია სწავლობს, ამბობს, რომ მოსამრთლე მაკარაძე სასამართლო კლანის ბოსების ნდობით აღჭურვილი პირი სიდედრის დახმარებით გახდა, რომელიც სხვადასხვა დროს  სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მუშაობდა.

მოსამართლის მეუღლე ქეთევან კანდელაკიშვილი თბილისის მერიაშია დასაქმებული. ანდელაკიშვილის და, მაკა კანდელაკიშვილი კი თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომელია.

დავით მაკარაძე ვიდრე მოსამართლე გახდებოდა და ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაპატიმრების პრეცედენტს შექმნიდა. 5 წელი იმუშავა ფინანსურ პოლიციაში, შემდეგ ადვოკატობდა.

ვინ არის მოსამართლე მაიაიძე - ნატა ქაჯაია დეტალებით