ცრუ კამპანია მედიის წინააღმდეგ

07.02.26 18:41
ცრუ კამპანია მედიის წინააღმდეგ

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური, "ტვ პირველის" წინააღმდეგ მადისკრედიტებელ კამპანიას ეწევა, რომლის მიზანია, აიძულოს ახალი ამბების სამსახური არ გააშუქოს ინფორმაცია პატიმართა მდგომარეობის შესახებ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მედია ფაქტის ან პატიმართა პოზიციის გამო თავდასხმის მსხვერპლი ხდება.  

დღეს, 7 თებერვალს, პენიტეციურმა სამსახურმა "ტვ პირველს" ბრალი დასდო,  ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. საქმე ეხება პატიმართა ნაწილისთვის სატელეფონო საუბრებზე შეზღუდვების დაწესებას.

აღნიშნული ინფორმაცია "ტვ პირველმა" გაავრცელა, პატიმართა შეტყობინების და მათი ინტერესების დამცველთა ინფორმაციაზე დაყრდნობით.  ინფორმაციას თან ახლდა წყარო და შესაბამისი პირის ინტერვიუ.  

იმის ნაცვლად, რომ პატიმართა მიერ დასახელებული პრობლემებზე პენიტენციურ სამსახურს მათ კანონიერ წარმომადგენლებთან ემსჯელა, თავს დაესხა ტვ პირველს.  ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამიტომ მსგავსი კამპანიური ცრუ ნარატივის მიზანი შესაძლოა იყოს ერთადერთი, ზეწოლა ჟურნალისტებზე, რომ არ გააშუქოს პატიმართა პრობლემების შესახებ ინფორმაცია.

ცნობისთვის, ირაკლი ქერაშვილის დამ, ქეთუნა ქერაშვილმა მედიას უთხრა, რომ ირაკლი ქერაშვილს, გურამ მირცხულავას და თორნიკე გოშაძეს შეუზღუდეს ტელეფონის გამოყენება. ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ იგივე შეზღუდვა დაუწესეს კიდევ ერთ პატიმარს, რეზო კიკნაძეს.