წყარო: "ოცნების" დეპუტატის შვილმა პოლიციელი სცემა

07.02.26 20:17
წყარო: "ოცნების" დეპუტატის შვილმა პოლიციელი სცემა

"შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, პოლიციელს თანამშრომელს, 25 თენგო ქარსელაძეს მთაწმინდაზე, ერთ-ერთ ბარში გაუსწორდნენ. ფიზიკურ დაპირისპირებაში კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, "ოცნების" დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძისა და ყოფილი პარლამენტარის, დილარ ხაბულიანის შვილები მონაწილეობდნენ.

TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, თენგო ქარსელაძის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ოჯახმა მისი ავსტრიაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ანონიმური პირი, რომელმაც თავად ნახა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი, გვიყვება, რომ ახალგაზრდა კაცს, დალეწილი ჰქონდა სახის ძვლები, დაზიანებული ჰქონდა თვალის გუგები და ტრავმები აღენიშნებოდა თავის არეში. ამავე წყაროს ცნობით, ნაცემი ქარსელაძის ევროპაში გადაფრენა, ქართველი ექიმების რეკომენდაციით, მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით გადაწყდა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ოჯახმა პირველ ეტაპზე, პოლიციისთვის მიმართვის გადაწყვეტილება ნამდვილად მიიღო, თუმცა წყაროს ცნობით, საქმეში, ფიგურანტების გავლენიანი მშობლები ჩაერთნენ და საქმის მოგვარება, სამართალდამცველების გვერდის ავლით გადაწყდა. კონფიდენტი გვიყვება, რომ შერიგების პროცესში საგურამოს ეკლესიის სასულიერო პირებიც იყვნენ ჩართული.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, კონფლიქტში გიორგი ჩიგოგიძესთან ერთად, მეორე გიორგი, დილარ ხაბულიანის ვაჟიც მონაწილეობდა. 

როგორც კი მოქმედი პოლიციელი იგებს, რომ აქამდე მიჩქმალულ თემაზე "შაბათის ეთერი" მუშაობს, თენგო ქარსელაძე სოციალური ქსელიდან ყველა ფოტოს შლის. კონტაქტზე არ გამოდიან არც პოლიციელის ცოლი და მშობლები. პოლიციელის ბებია-ბაბუასგან კი ვიგებთ, რომ ახალგაზრდა კაცი 1 თვე იყო საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან აქ ვერ უმკურნალეს. მათ უთხრეს, რომ პოლიციელი ავარიაში მოჰყვა. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ქვეყანა დატოვა, პოლიციელის ცემის საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა, გიორგი ხაბულიანმაც