"ოცნების" დეპუტატების მილიონები ბიზნესიდან
მმართველი პარტიის მილიონერი დეპუტატი, შოთა ბერეკაშვილი ფასების დროებითი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, მან უნდა შეამცირებინოს მეგობარ ბიზნესმენებს სურსათის საფასური. ბერეკაშვილი თავად სამშენებლო ბიზნესშია და ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. ელიტური და ეკონომკლასის საცხოხვრებელი კორპუსები - მილიონერი დეპუტატი აშენებს ყველაფერს. "შავათის ეთერმა" მას ჰკითხა, რა მოგება მოუტანა „ოცნების“ ახალ სახეს 2025 წელს სამშენებლო ბიზნესმა და მოგების რა მარჟა რჩება ერთი კვადრატული გაყიდული ბინიდან და კომერციული ფართიდან, თუმცა ბერეკაშვილს ლაპარაკი არ სურს.
შოთა ბერეკაშვილი:
- ფინანსური აუდიტის მიხედვით, კომპანია "ფილიგრინმა", რომელიც საცხოვრებელ კომპლექსს საბურთალოზე, დანელიას ქუჩაზე აშენებს, გაყიდვებიდან 25 მილიონ 700 ათასზე მეტი ლარი მიიღო. აქედან დეპუტატს, სუფთა მოგების სახით, 3 მილიონ 961 ათასი ლარი დარჩა.
კიდევ უფრო შთამბეჭდავია "თეთრი კვადრატის" ბრენდის ქვეშ მოქმედი კომპანიების მაჩვენებლები. ბერეკაშვილის მოგება აქ ყოველწლიურად იზრდება:
- 2023 წელი -4 მილიონ 626 ათას ლარი. 2024 წელი - 5 მილიონ 226 ათასი ლარი.
მხოლოდ ერთ წელიწადში, ბერეკაშვილმა ბინების და კომერციული ფართები ჰაყიდვიდან თითქმის 10 მილიონამდე მხოლოდ ლარი მოგების სახით მიიღო.
- შოთა ბერეკაშვილი, ფულს მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობით არ შოულობს. მის ანგარიშზეა მრავალმილიონიანი სახელმწიფო ტენდერები და უმეტესობა მოგებული უკონკურენტოდ. მხოლოდ 2023 წლიდან დღემდე ჯამში ბერეკაშვილის კომპანიებმა 37 მილიონ 477 ათას 826 ლარი მიიღო. თბილისის მერიამ მას სამგორში ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა ჩააბარა.
ზაალ დუგლაძე:
21 მილიონ 676 ათას 830 ლარი - ეს არის „ქართული ოცნების“ ორგზის დეპუტატის, ზაალ დუგლაძის წმინდა მოგება ერთი წლის განმავლობაში. ეს თანხა დუგლაძეს მხოლოდ ერთი კომპანიის, "დუგლაძეების ღვინის კომპანიამ" მოუტანა, ღვინის რეალიზებით. მის საკუთრებაში კიდევ ექვსი კომპანიაა.
- ფინანსური დოკუმენტების შესწავლის შედეგად ვადგენთ, რომ დეპუტატის ღვინის კომპანიამ შემოსავლები კოლოსალურად გაზარდა: ერთ წელიწადში მან თითქმის 19 მილიონით მეტი იშოვა, ვიდრე 2023 წელს.
- ფინანსური ანგარიშგება აჩვენებს ნახტომისებურ ზრდას: თუკი დუგლაძეების ღვინის ბიზნესს 2023 წელს 2 მილიონ 929 ათასი ლარი ჰქონდა, 2024 წელს ეს თანხა გაათმაგდა და 21 მილიონ 676 ათასს მიაღწია.
- ღვინის კომპანიას დუგლაძე ბიძინა ივანიშვილის ძმასთან, ალექსანდრე ივანიშვილთან ერთად ფლობს. სამშენებლო კომპანია „მთაწმინდა 95“-ის წილებს კი ინაწილებს იმავე ალექსანდრე ივანიშვილთან, მის ცოლისძმა თამაზ ხარაიძესთან და უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორ გიორგი კაპანაძესთან ერთად.
ღვინოს დეპუტატი საქართველოს გარდა რუსეთსა და აზიის ქვეყნებში ყიდის.
ანტონ ობოლაშვილი:
„ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის ხელშია ფარმაცევტული, სამედიცინო და სამშენებლო ბიზნესი. "ჯეომედიცინი", "გლობალფარმი", "გლობალინვესთმენთი" და "ველ ჰაუს დეველოპმენტი" ობოლაშვილის საკუთრებაა. მილიონერი დეპუტატის მფლობელობაში არსებული კომპანიების უმეტესობას ფინანსური დოკუმენტაცია დახურული აქვს.
- ანტონ ობოლაშვილი ადასტურებს, რომ მისი ყველა კომპანია მოგებაზე მუშაობს და თუმცა დეპუტატს მიღებულ შემოსავლებზე ლაპარაკი არ სურს. ამბობს, რომ მის მფლობელობაში არსებული კომპანიების შემოსავლებიც და გასავალიც საჯაროა თუმცა ასე არ არის. ფინანსური ანგარიშგებების პორტალზე ღია მხოლოდ ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშის გლობალფარმის ფინანსური მონაცემებია. ვარკვევთ, რომ მხოლოდ ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტითა და ვაჭრობით დეპუტატმა 16 მილიონ 848 ათასი ლარის მოგება მიიღო. კომპანიის ბრუნვა კი გასულ წელთან შედარებით 74 მილიონამდე გაზარდა.
- ორი 17 სართულიანი მრავალბინიანი კომპლექსი 2000 კვადრატულამდე კომერციული ფართით ქავთარაძეზე ობოლაშვილის ველჰაუს დეველოპმენტმა ააშენა და უკვე გაყიდა. სამშენებლოდ გამზადებული ეს მიწაც მისი საკუთრებაა და აქ 22 სართულიანი ელიტური კორპუსი იქნება, თუმცა უცნობია რა შემოსავალი მილიონერმა დეპუტატმა უძრავი ქონების რეალიზებისგან. ციფრები რომელიც მოგებას ასახავს გასაიდუმლოებულია და არც დეპუტატი ამხელს/ ობოლაშვილმა, ისევე როგორც სხვა ბიზნესმენმა დეპუტატებმა, წილების მართვის უფლება ოჯახის წევრს გადასცა.
გოჩა ჩანქსელიანი:
„გრანდე ჯგუფი“, „ბევერლი ჯგუფი“, „გრანდე ფროფერთი“, „ინნ დეველოპმენტი გლდანი“ — ეს იმ კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მილიონერი დეპუტატის სახელს უკავშირდება, თუმცა ბიზნესებს მისი შვილებიც ფლობენ. საერთო ჯამში, ჩანქსელიანების ოჯახის აქტივები 50 მილიონს აჭარბებს. 2024 წელს მხოლოდ ერთი კომპანიიდან - გრანდე ჯგუფიდან ჩანქსელიანმა მოგების სახით 3 მილიონ 382 ათასი ლარი მიიღო.
- მხოლოდ ერთი კომპანიით, 6 მილიონ ლარზე მეტი იშოვა საწვავის იმპორტითა და ვაჭრობით ჩანქსელიანის მეგობარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, თუმცა ამბობს, რომ ახლა მისი ბიზნესი არ ყვავის. ენუქიძე პარლამენტის ერთ-ერთი უმდიდრესი წევრია. მას ეკუთვნის წილები 20-ზე მეტ კომპანიაში - დიდი წილი აქვს სამშენებლო ბიზნესში. მის საკუთრებაში არსებულ მხოლოდ ერთ ჰოლდინგს - იბერკომპანის 97 მილიონის ღირებულების აქტივები აქვს.
ბეჟან წაქაძე:
- ბეჟან წაქაძე მშენებელი დეპუტატია. თბილისის ცენტრალურ უბნებში კორპუსებს აშენებს და ბინებს ყიდის. იცის რომ ბიზნესის კეთება დეპუტატობის პარალელურად დანაშაულია, ამიტომ როდესაც ვეკითხებით, რამდენი მილიონის მოგება მოუტანა ბიზნესმა, ამტკიცებს, რომ მართვა სრულად 38 წლის შვილს გადააბარა. მისი ოჯახის საკუთრებაში 17 კომპანია და მილიონობით ლარის ქონებაა. ბიზნესპორტფელი მრავალფეროვანია: დეველოპერულ გიგანტებთან ერთად, წაქაძე სამედიცინო სექტორსაც აკონტროლებს.
ილია ინჯია:
- ათობით მილიონის მოგება ჩაირიცხა კომუნიკაციებისა და მშენებლობის მაგნატის, ილია ინჯიას ანგარიშზეც. ის 22 კომპანიას ფლობს და სატელეკომუნიკაციო ბაზრის 25%-ს და ინტერნეტბაზრის 6%-ს აკონტროლებს. ინჯიას საკუთრებაშია შპს „ფოპნეტი“ -ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი, რომლის პარტნიორიც რუსული კომპანია ვესტელკომია, საიდანაც 2 მილიონის მოგება მიიღო.
- დეველოპერულ ბიზნესშიც ინჯიების წილი დიდია. მათ აშენეს ეს 28-სართულიან საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში. მისი კომპანიისთვის შეცვალეს საგანგებოდ ლანდშაფტური ზონის სტატუსი და დაამატეს სასტუმროს ტიპის მშენებლობას აპარტამენტების მშენებლობის ნებართვაც. ილია ინჯია ქართული ოცნების პარლაენტში ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი დეპუტატია - თუმცა ამტკიცებს, რომ არ იცის როგორ მუშაობს მისი ბიზნეს იმპერია - იგებს თუ აგებს.
ირაკლი კირცხალია
სამშენებლო ბიზნესი „ოცნების“ დეპუტატებისთვის ნამდვილ ოქროს საბადოა. ამ სექტორში დიდ ფულს შოულობენ გიორგი ბარვენაშვილიც და ირაკლი კირცხალიაც.
- „ეემ ფროფერთი“, „ევროენი“, „ჯიდი ფროფერთი“, „ეპიკ დეველოპმენტი“ და „ვისტა მთაწმინდა“ — ეს კომპანიები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კირცხალიას ეკუთვნის. სამშენებლო ბიზნესში კირცხალია ახალი არ არის, ის დეველოპერული საქმიანობით პარლამენტში მისვლამდეც იყო დაკავებული.
გიორგი ბარვენაშვილი
- მიღებულ შემოსავლებს არც დეველოპერული ბაზრის ახალი მოთამაშე, გიორგი ბარვენაშვილი გვიმხელს. კახი კალაძს ახლო გარემოცვის წევრის სახელზე 12 კომპანიაა გაფორმებული. თუმცა ღია მხოლოდ ერთის, ოდას ანგარიშებია - აქედან დეპუტატს მხოლოდ ნახევარი მილიონი ერგო. თუმცა გაცილებით მეტია ბრუნვაც და მოგებაც სამშენებლო ბიზნესში.
ვასილ ჩიგოგიძე:
- 30-ზე მეტი ბიზნესი და თითქმის არც ერთი ღია ფინანსური ანგარიში - ვასილ ჩიგოგიძე ოფიციალური მილიონერია, თუმცა მისი შემოსავლების და გასავლების დათვლა არც ისე მარტივია.
- იმ მოტივით რომ "დააყაჩაღებენ" ჩიგოგიძე მი შემოსაველებს და მოგებას ასაიდუმლოებს. კომპანიების ანგარიშების უმეტესობა დახურულია. არადა ოცნების დეპუატის საკუთრებაა სატრანსპორტო-საექსპედიციო სერვისი, აგრო ბიზნესით, კომერციული ფართების გაქირავება და უმაღლესი განათლება - ის ფლობს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წილს. ფინანსური ანგარიშგება აქცა ბოლოს 2022 წელს წარადგინა - მოგება ამ დროს 6 მილიონ 810 ათასი ლარი შეადგინა.
ფინანსისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, შემოწირულობები და საჩუქრის სახელით შეფუთული შემოსავლები - ეს არის ის, რასაც მდიდარი პარლამენტარების შემთხვევაში ხშირია. ბიზნესიდან მიღებულ მოგებას პარტიას უნაწილებენ, არალეგალურ შემოსავალს კი დეკლარაციაში საჩუქრად აფორმებენ.