თბილისში საპროტესტო მარში „დაიცავი განათლება“ მიმდინარეობს

07.02.26 20:47
თბილისში საპროტესტო მარში „დაიცავი განათლება“ მიმდინარეობს

თბილისში საპროტესტო მარში „დაიცავი განათლება“ მიმდინარეობს. მოქალაქეები ფილარმონიიდან დაიძრნენ და რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზის ერთი ნახევარი აქვთ დაკავებული. 

უწყვეტი პროტესტი პარლამენტთან 437-ე დღეა მიმდინარეობს.