მოპოვებულია "ჯვარსკის" ჩანაწერები - "ქურდული" პრაგონის" ორგანიზებისთვის დავალებები TIK-TOK-ით გაიცემოდა
ე.წ. კანონიერი ქურდის, რევაზ უბილავას, იგივე "ჯვარსკის" დედა ახლა ციხეშია. 55 წლის მანანა ლიპრატელიანს პროკურატურა კრიმინალური სამყაროს მხარდაჭერას და ე .წ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას ედავება. თუ "კანონიერი ქურდის" დედას დანაშაულს დაუმტკიცებენ ციხეში 10 წლის გატარება ემუქრება.
10 წლიანი მუხლით ე.წ. კანონიერი ქურდის დედასთან ერთად პროკურატურამ მისი ძმა ავაზ ხონელიძეც დააკავა, ბრალი წარუდგინა „ჯვარსკისაც“.
სპეცოპერაცია "კანონიერი ქურდის" დედის და ძმის დასაკავებლად წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში 3 თებერვალს ჩატარდა. ადვოკატის განცხადებით, სახლში ამ დროს არასრუწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ, თუმცა სამართალდამცავებს ქალი შვილთან ერთად ძალის გამოყენებით დააკავეს.
რა მტკიცებულებების საფუძველზე ასამართლებს საგამოძიებო უწყება 55 წლის ქალს უმძიმესი მუხლით?
„შაბათის ეთერთან" გახმაურებული საქმის პროკურორი ირწმუნება, რომ მანანა ლიპარტელიანი ე.წ ქურდული გარჩევებში პირადად მონაწილეობდა.
სქემა ასეთი იყო: "ქურუდი" შვილი დავალებებს დედას აძლევდა, დედა კი შავი სამყაროს წარმომადგენლებს გადასცემდა.
- კრიმინალური პოლიციის ჩანაწერებს შორის ყურადღებას ერთ-ერთ აუდიო ფაილი იქცევს. ირკვევა, რომ "კანონიერი ქურდები" და მათი ოჯახის წევრები საკომუნიკაციოდ, უფრო მეტი დაცულობისთვის, TIK-TOK-ის აპლიკაციას იყენებენ.
- ათობით ჩანაწერით დგინდება, რომ მანანა ლიპარტელიანი მოვლენების ეპიცენტრში იყო. "კანონიერი ქურდის" დედას ციხიდან პატიმრები სისტემატიურად ურეკავენ და ანგარიშს აბარებენ. პატიმრები ე.წ. კანონიერი ქურდის დედასთან საუბარში ამბობენ, რომ „ჯვარკის“ სახელით კონკრეტული მსჯავრდებულები მათთვის მიუღებელ პატიმრებს ავიწროებდნენ.
- აუდიო მასალაში ისმის რომ ე.წ. კანონიერი ქურდის „პრაგონის“ ანუ ბრძანების მიხედვით ერთ- ერთ ციხეში გადაყვანილი პატიმარი რომელმაც "ჯვარსკი" გაანაწყენა, სცემს ანაგრიში კი დედას მანანა ლიპარტელიანს ჩააბრეს.