მოსმენა ჰელსინკის კომისიაში - რა მოლოდინები აქვთ ოპოზიციაში

08.02.26 13:55
მოსმენა ჰელსინკის კომისიაში - რა მოლოდინები აქვთ ოპოზიციაში

მოსმენა ჰელსინკის კომისიაში - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს მოსმენა საკმაოდ კრიტიკული სიგნალია “ქართული ოცნებისთვის“.

მათი თქმით, ეს მოსმენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და დიდი ალბათობით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც მოხვდება ამერიკელი პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში.

როგორი ყალბიც არის ის ფოტოსესიები, რომლის მოსაპოვებლადაც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი და დე ფაქტო პრეზიდენტი მსოფლიოს წრეებს ურტყამენ. რა თქმა უნდა ეს მოსმენა აუცილებლად შედგება, წარშულში ასეთ მოსმენებზე ისეთი შეფასებები მოგვისმენია ივანიშვილის მიმართ, როგორიც არის მისი უხეურო დიქტატორად მოხსენიება, დარწმუნებული ვარ, ახლაც მსგავსი, უკიდურესად მძიმე შეფასებები იქნება,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ჰელსინკის კომისიის განხილვა, იქნება ძალიან მკაცრი და იმის ადეკვატური, რასაც ივანიშვილი რეპრესიების ფორმით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადის.

რაც არ უნდა ჩასაფრებული, საჩვენებლი ფოტოებით პროპაგანდა აწარმოონ, ჩვენ ვხედავთ, რომ მოდის ვიცე პრეზიდენტი რეგიონში, სომხეთში და აზერბაიჯანში, ხვალიდან ის ჩაუვლის თბილისს გვერდს და ივანიშვილმა აჩვენა მხოლოდ ის, რომ საქართველო არის რუსეთის ჩიხი, ამ არსებული პოლიტიკის შესაბმისად. ჰელსინკის კომისიის განხილვა, ბუნებრივია, იქნება ძალიან მკაცრი და იმის ადეკვატური, რასაც ივანიშვილი რეპრესიების ფორმით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადის და ეს კიდევ ერთი მაჩვენებლი იქნება იმის, რომ ივანიშვილი, სანამ იმ სამ ძირითად პირობას არ დააკმაყოფილებს შტატების მხრიდან გადაცემულს, არ ექნება არანაირი პირდაპირი კომუნიკაცია, არც მასთან და არც მის პრემიერთან, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მოსმენა ჰელსინკის კომისიაში კლიმატური პირობების გამო გადაიდო. როგორც ირკვევა, 11 თებერვალს შეიკრიბებიან ამერიკელი პოლიტიკოსები და იმსჯელებენ “ქართული ოცნების“ მიერ მიღებული მძიმე გადაწყვეტილებების შესახებ.

მსგავსი სიახლეები