ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის - ექსპო ჯორჯიაში ფორუმი იწყება
ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის - თბილისში ექსპო ჯორჯიაში ფორუმი იწყება.
შეხვედრის ინიციატორი “თავისუფლების მოედანი“ და საზოგადოებრივი ასამბლეაა.
ახალი მოძრაობის წევრების თქმით, პროტესტი აღარ კმარა, საჭიროა ალტერნატივა და ერთიანობა განსხვავებების მიუხედავად.
ახლა გვაქვს ამოცანა, რომ უნდა დავუბრუნოთ წართმეული ძალა-უფლება ხალხს და დავიბრუნოთ სახელმწიფო. დღეს ვიკრიბებით საზოგადეობის წარმომადგენლები და ვისაუბრებთ სწორედ იმაზე, ამ ბრძოლამ, რომელშიც ჩვენ ყველანი ვართ, რა უნდა მოგვიტანოს, როგორი საქართველო უნდა მოგვიტანოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ უნდა დავინახოთ ის მომავალი, რომლისკენაც მივდივართ, იმისთვის, რომ გაგვიადვილდეს იქამდე მისასვლელი გზის გავლა, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
ფორუმს სიმონ ჯანაშია გახსნის. მისი თქმით, ფორუმის მიზანია, ისაუბრონ იმ საქართველოზე, რომლის აშენებაც უნდათ.
ამ ფორუმის მიზანია, ვისაუბროთ არა იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს გვაქვს, არამედ იმ საქართველოზე, რომლის აშენებაც გვინდა და რომლის გულისთვისაც ღირს შრომა და ბრძოლა. ამ საქართველოზე შეთანხმება არის ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ის ბრძოლა, რაც დღეს მიმდინარეობს.