“ოცნებამ“ უნივერსიტეტის პოლიტიზაციის მოხდენით მისი დამოუკიდებლობა დაასრულა - ზურაბიშვილი
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებლობა დაასრულა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქით, „ოცნება“ უნივერსიტეტის პოლიტიზაციას ახდენს.
„1918 წელს, დღევანდელ დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა - ქართული განათლებისა და თავისუფალი აზროვნების შუქურა. დღეს, 108 წლის შემდეგ, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მისი დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციის მოხდენით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.