"თამაში" - აქუბარდია ხუნდაძის განცხადებაზე

08.02.26 18:20
"თამაში" - აქუბარდია ხუნდაძის განცხადებაზე

მე გარკვეულწილად უფრო თამაშს დავარქმევდი ამას, ვიდრე ირაკლი კობახიძისთვის წყლის შეყენების მცდელობას" - ამის შესახებ მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა "ხალხის ძალის" ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის სიტყვებს გამოეხმაურა. 

თეონა აქუბარდიას თქმით, "ხალხის ძალა" ყველაზე ანტი-დასავლური და პრორუსული იყო, რის შემდეგაც ეს ფუნქცია მათ ირაკლი კობახიძემ წაართვა. 

მე გარკვეულწილად უფრო თამაშს დავარქმევდი ამას, ვიდრე ირაკლი კობახიძისთვის წყლის შეყენების მცდელობას და მათ შორის, პასუხი ირაკლი კობახიძისგან ამ საკითხთან დაკავშრებით, რომ შერჩევითად ადამიანებზე იქნება ეს ორიენტირებული და არა პარტიულად, ასევე რაღაცა ამ კუთხით თამაშის გაგრძელების მაჩვენებელი უფროა, ვიდრე რაღაც დაპირისპირების რეალური შესაძლებლობა. ამიტომ, "ხალხის ძალა" არის ივანიშვილის რეჟიმის განუყოფელი ნაწილი. "ხალხის ძალა" იყო ყველაზე ანტი-დასავლური და პრორუსული და შემდგომ ეს ფუნქცია წაართვა ირაკლი კობახიძემ თავისი გუნდით," - ამბობს თეონა აქუბარდია. 

ცნობისთვის, ივანიშვილის სანდო კაცი ირაკლი კობახიძესთან ღია დაპირისპირებაში შევიდა. დიმიტრი ხუნდაძემ სამთავრობო არხის ეთერიდან დაუფარავად თქვა, რომ დღეს "ქართული ოცნება" ერთგულ ადამიანებს არ აფასებს. ხალხი კი ვინც პარტიას 2012 წლიდან მოყოლებული გვერდით უდგას დაუფასებელია. ხუნდაძეს ამბობს, რომ "ქართული ოცნებისთვის" არა ერთგული ხალხი, არამედ მოწინააღმდეგეთა რიგებიდან გადმობირებულები უფრო ფასობს. 

მსგავსი სიახლეები