"ივანიშვილის პროექტი" - ცოტნე კობერიძე ხუნდაძეზე
"ხალხის ძალის" ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დღეს "ქართული ოცნება" ერთგულ ადამიანებს არ აფასებს, პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე ეხმიანება.
ცოტნე კობერიძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ახალი პოლიტიკური პროექტი შემდეგში მდგომარეობას - "აქეთ მხარეს ოპოზიციას აუქმებს და იქით ოპოზიციას ბადებს ამ ფორმით".
იმის ფონზე განსაკუთრებით, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაჭერილია და სუს-ის უფროსიც, ეს მესიჯი კარგად ისმინება, ამიტომ უფრო მეტად გათამამდება ყველა მსგავსი ტიპის სუბიექტი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ რაღაცნაირად შიდა პლურალიზმი უნდა იყოს დაშვებული და ახალი პოლიტიკური პროექტი ბიძინასთვის ეგეთია, რომ აქეთ მხარეს ოპოზიციას აუქმებს და იქით ოპოზიციას ბადებს ამ ფორმით," - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
ცნობისთვის, ივანიშვილის სანდო კაცი ირაკლი კობახიძესთან ღია დაპირისპირებაში შევიდა. დიმიტრი ხუნდაძემ სამთავრობო არხის ეთერიდან დაუფარავად თქვა, რომ დღეს "ქართული ოცნება" ერთგულ ადამიანებს არ აფასებს. ხალხი კი ვინც პარტიას 2012 წლიდან მოყოლებული გვერდით უდგას დაუფასებელია. ხუნდაძეს ამბობს, რომ "ქართული ოცნებისთვის" არა ერთგული ხალხი, არამედ მოწინააღმდეგეთა რიგებიდან გადმობირებულები უფრო ფასობს.