"კობახიძე არაორგანული ფიგურაა "ოცნების" ტიპიური ამომრჩევლისთვის" - გიორგი შაიშმელაშვილი
"კობახიძე არაორგანული ფიგურაა "ოცნების" ტიპიური ამომრჩევლისთვის" - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელმა, გიორგი შაიშმელაშვილმა განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ხალხის ძალის" ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაზე ისაუბრა, რომლის თქმითაც, დღეს "ქართული ოცნება" ერთგულ ადამიანებს არ აფასებს.
მე შეგახსენებთ, რომ ხუნდაძე ბუნტის ცნობილი იმიტაციის ავტორი იყო, როდესაც ე.წ. მაჟორიტარები აჯანყდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში მგონია, რომ ის მაინც მიუთითებს იმ რეჟიმის რეალურ წყენებზე, რომელიც "ოცნებამ" იცის, რომ მისი ამომრჩევლის შიგნით არსებობს, უბრალოდ ხუნდაძეს დაევალა ამ ხალხის წყენების გახმოვანება იმისთვის, რომ თითქოს ამ ხალხს მიანიშნონ, რომ მათზეც ფიქრობენ. სინამდვილეში, კი ეს წყენები სწორია, კობახიძე არის არაორგანული ფიგურა "ოცნების" ტიპიური ამომრჩევლისთვის," - თქვა გიორგი შაიშმელაშვილმა.
ცნობისთვის, ივანიშვილის სანდო კაცი ირაკლი კობახიძესთან ღია დაპირისპირებაში შევიდა. დიმიტრი ხუნდაძემ სამთავრობო არხის ეთერიდან დაუფარავად თქვა, რომ დღეს "ქართული ოცნება" ერთგულ ადამიანებს არ აფასებს. ხალხი კი ვინც პარტიას 2012 წლიდან მოყოლებული გვერდით უდგას დაუფასებელია. ხუნდაძეს ამბობს, რომ "ქართული ოცნებისთვის" არა ერთგული ხალხი, არამედ მოწინააღმდეგეთა რიგებიდან გადმობირებულები უფრო ფასობს.