"ოცნების" ყოფილი ლიდერი ივანიშვილის გუნდში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს

08.02.26 18:33
"ოცნების" ყოფილი ლიდერი ივანიშვილის გუნდში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს

პოლიტიკოსი, გედევან ფოფხაძე "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. მისი თქმით, ივანიშვილის გუნდში ის კი არ აინტერესებთ რას აკეთებენ ქართველი ხალისთვის, არამედ "აინტერესებთ "ქართულ ოცნებაში" ისინი რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს".

  • ის "ხალხის ძალის" ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ეხმაურება. 

ის კი არ აინტერესებთ იქ თვითონ "ქართული ოცნება" ქართველი ხალხისთვის რას აკეთებს, არამედ აინტერესებთ "ქართულ ოცნებაში" ისინი რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს და რამდენად იღებენ სარგებელს, ეს არის ჩემი აზრით მთავარი პრობლემა და ეს სივრცე შიდა დაპირისპირებისთვის და ერთმანეთის დაჭამვისთვის ძალიან ნოყიერი გახდა. პასუხი როდის მოეკითხებათ, სანამ ეს დღის წესრიგში დადგება, მათ უნდა სცადონ სარგებელი მიიღონ ამ ყველაფრისგან, იქ ყოფნიდან. როგორც ჩანს, ყველა იმას ვეღარ იღებს, რისთვისაც დარჩა იქ," - ამბობს გედევან ფოფხაძე. 

ცნობისთვის, ივანიშვილის სანდო კაცი ირაკლი კობახიძესთან ღია დაპირისპირებაში შევიდა. დიმიტრი ხუნდაძემ სამთავრობო არხის ეთერიდან დაუფარავად თქვა, რომ დღეს "ქართული ოცნება" ერთგულ ადამიანებს არ აფასებს. ხალხი კი ვინც პარტიას 2012 წლიდან მოყოლებული გვერდით უდგას დაუფასებელია. ხუნდაძეს ამბობს, რომ "ქართული ოცნებისთვის" არა ერთგული ხალხი, არამედ მოწინააღმდეგეთა რიგებიდან გადმობირებულები უფრო ფასობს. 

მსგავსი სიახლეები