კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

08.02.26 19:28
კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 108-ე წელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

მისი თქმით, ეს დღე ყველას შეახსენებს პასუხისმგებლობას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა დაუბრუნდეს დედაუნივერსიტეტის სტატუსი.

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა! ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი, როგორადაც ის ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს!" - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, მანამდე "ქართული ოცნების" განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ განაცხადა.