"ოცნებას" ტყუილების მარაგი ამოეწურა

09.02.26 11:24
"ოცნებას" ტყუილების მარაგი ამოეწურა

"არაფერი გაუკეთებია ივანიშვილის რეჟიმს, თუნდაც სუფთა ფურცლიდან დაეწყო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან"- ამის შესახებ თეონა აქუბარდიამ განაცხადა. 

მისი თქმით, განცხადება, რომ ურთიერთობის აღდგენას "დიდი დრო" დასჭირდება, პასუხისმგებლობის გაქცევის მცდელობაა. 

როდესაც დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით საუბრობენ, რომ ბაიდენის ბრალია, ურთიერთობის გაფუჭება და იმის მიუხედავად, რომ რამპია დღეს ხელისუფლებაში, მაინც დიდი დრო დასჭირდება საქართველოსთან ურთიერთიბის დალაგებას, ეს ნიშნავს ერთის მხრივ პასუხისმგებლობისგან გაქცევას, რომ მათი ბრალი პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაზე გადაიტანონ, ნიშნავს იმას, რომ "ოცნებას" ტყუილების მარაგი ამოეწურა, თუმცა 1000 ლარიან იმედს უტოვებენ საკუთარ ამომრჩეველს. 

არაფერი გაუკეთებია ივანიშვილის რეჟიმს, თუნდაც სუფთა ფურცლიდან დაეწყო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. არ შეხვდა ელჩს, რომელსაც ჰქონდა პირდაპირი გზავნილი პრეზიდენტ ტრამპისგან. კობახიძემ შეურაცხმყოფელი წერილი მისწერა შტატებს. 

მიხეილ ყაველაშვილმა აღიარა, რომ ოცნებას მეტი დრო სჭირდება ამერიკასთან დასალაგებლად, რადგან მისივე მტკიცებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა ტრამპს. 

მსგავსი სიახლეები