ზურაბიშვილმა საკუთარ თავს მიხედოს - შარმანაშვილი

09.02.26 11:43
ზურაბიშვილმა საკუთარ თავს მიხედოს - შარმანაშვილი

"ზურაბიშვილმა თავის თავს მიხედოს ჩვენ ჩვენსას მივხედავთ" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. 

"პირველებმა" დეპუტატს  კითხვები "ქართული ოცნების" მიერ  არაღიარების კრიმინალიზების დაანონსებაზე დაუსვა.  

  • "ქართული ოცნება" უკვე მუშაობს მისი დეპუტატების ინიციატივაზე, რომ სანქციები, მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს და ჯგუფებს, რომლებიც კონსტიტუციური ორგანიების ლეგიტიმაციას საჯაროდ არ აღიარებენ.  ირაკლი კობახიძის სურვილია, რომ პარლამენტმა "რაც შეიძლება მალე მიიღოს შესაბამისი კანონი".

შარმანაშვილს მაგალითად გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოჰყავს და აცხადებს, რომ მსგავსი მექანიზმები "ევროპაშიც არსებობს": 

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოიტანეს, სადაც გააუქმეს კონრკეტული ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში არ აღაირებდა არც არჩევნების შედეგებს, არც გერმანიის ხელისუფლების ლეგიტიმურობას. არსებობს ერვოპაში მექანიზმები, რომ ესეთი ოდიოზური მექანიზმები, რომლებცი გადიან კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, სახელმწიფო მათ ეუბნებათ, რომ თუ თქვენ გახვალთ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, დაგელაპარაკებით როგორც ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც გასულები არიან ჩარჩოებიდან, - ამბობს შარმანაშვილი.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე სალომე ზურაბიშვილის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და თქვა:

სალომე ზურაბიშვილზე ვერაფერს ვიტყვი, ზურაბიშვილმა თავის თავს მიხედოს ჩვენ ჩვენსას მივხედავთ,- თქვა მან.

რამდენიმე დღის წინ "ოცნების" პარლამენტის თავმჯომარემ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებაზე “ფიქრობენ”.

"ვნახოთ, არის იდეა - რა ფორმულებით იქნება და რას გადაწყვეტს პარლამენტი" - განაცხადა პაპუაშვილმა. 

რა ხდება? 

  • "ოცნების" დეპუტატმა ლევან მაჭავარინმა არჩილ გორდულაძეს ჰკითხა - "ხომ არ ვიფიქროთ რამე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ აქტივისტების მიმართ, რომლებიც არ ცნობენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას", რაზე საპასუხოდაც გორდულაძემ თქვა, რომ თუ პარლამენტი ამას დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ მოწოდება მათ შორის სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.