სალომე ზურაბიშვილის პასუხი "ოცნებას"
აღიარება და ლეგიტიმაცია არის ის, რაც ხდება, ან არ ხდება- ასე პასუხობს მეხუთე პრეზიდენტი “ოცნების“ ახალ ინიციატივას ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებაზე.
ზურაბიშვილის თქმით, ამას ძალით ვერავის აკეთებინებ.
აღიარება და ლეგიტიმაცია არის ის, რაც ხდება, ან არ ხდება, ამას ძალით ვერავის აკეთებინებ. როგორც ჩვენ ვიცით წარსულიდან და ბევრი სხვა მაგალითიდან, - თქვა ზურაბიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ "ოცნების" პარლამენტის თავმჯომარემ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებაზე “ფიქრობენ”.
"ვნახოთ, არის იდეა - რა ფორმულებით იქნება და რას გადაწყვეტს პარლამენტი" - განაცხადა პაპუაშვილმა.
რა ხდება?
- "ოცნების" დეპუტატმა ლევან მაჭავარინმა არჩილ გორდულაძეს ჰკითხა - "ხომ არ ვიფიქროთ რამე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ აქტივისტების მიმართ, რომლებიც არ ცნობენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას", რაზე საპასუხოდაც გორდულაძემ თქვა, რომ თუ პარლამენტი ამას დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ მოწოდება მათ შორის სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.