[აშშ-ის მაღალჩინოსნების] ვიზიტს რა შედეგი აქვს? - მაჭარაშვილი

09.02.26 13:40
[აშშ-ის მაღალჩინოსნების] ვიზიტს რა შედეგი აქვს? - მაჭარაშვილი

“ოცნებაში“ პრობლემას ვერ ხედავენ იმის გამო, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ვიზიტში საქართველო მოხსენიებული არ არის.

მათი მტკიცებით, მოვა დრო და აშშ-ის მაღალჩინოსნები საქართველოშიც ჩამოვლენ.

მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ არც მხოლოდ მოკითხვა და არც მხოლოდ ვიზიტი ამ ქვეყანას არაფერს არ მოუტანს.

არც ვიზიტებს არ აქვს დიდი მნიშნელობა, რადგან საქართველოში ყოფილან მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და თქვით, რომ ეს ვიზიტია და მეტი არაფერიო. გეთანხმებით არ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ეს არის კარგი რომ აშშ-თან რაღაც გამოჩნდა, კრიტერიუმები, რომ მოხდეს გადატვირთვა, რაც შეეხება ვიზიტებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გეთანხმებით, არც მხოლოდ მოკითხვა და არც მხოლოდ ვიზიტი ამ ქვეყანას არაფერს არ მოუტანს. ბევრი რამე მოხდება ისეთი, რაც იქნება საქართველოში და არ იქნება აზერბაიჯანში, და ვიზიტს რა შედეგი აქვს? ,- განაცხადა მაჭარაშვილმა.  

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამხრეთ კავკასიის ტურნეს იწყებს. 17 წლის განმავლობაში, ვაშინგტონის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირი რეგიონს პირველად ეწვევა.

უკვე ცნობილია, რომ კავკასიურ მარშრუტში საქართველოში ვიზიტი არ  მოხვდა.