აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი არის გზავნილი ჩინეთისათვის და რუსეთისთვის - გიორგი კობერიძე

09.02.26 14:01
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი არის გზავნილი ჩინეთისათვის და რუსეთისთვის - გიორგი კობერიძე

აშშ ბოლომდე ხელს არ იღებს, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის იმ დერეფანზე, რომელიც საქართველოზე გადის, უბრალოდ ქმნის გარკვეულ სხვადასხვა დატვირთვას უფრო სამხრეთით და ცდილობს რამდენიმე ალტერნატივა შექმნას, - ამის შესახე ​“საგარეო პოლიტიკის კვლევის“ უფროსმა მკვლევარმა, გიორგი კობერიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი არის სიმბოლური და პოლიტიკური და ეს არის გზავნილი ჩინეთისათვის.

“მისი მთავარი მიზანია აჩვენოს ჩინეთს და რუსეთს, რომ ესეთი მნიშვნელობის დერეფანიც მისი ინტერესის სფეროში ჯდება“, - ამბობს ის.

ამერიკის შეერთებული შტატები ბოლომდე ხელს არ იღებს, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის იმ დერეფანზე, რომელიც საქართველოზე გადის, უბრალოდ ქმნის გარკვეულ სხვადასხვა დატვირთვას უფრო სამხრეთით და ცდილობს რამდენიმე ალტერნატივა შექმნას. აი, ცნობილი გამოთქმაა, ამერიკული ბიზნეს გამოთქმა და უყვართ ხოლმე თქმა, რომ ყველა კვერცხი ერთ კალათაში არ უნდა გედოს და სწორედ აი, ამის ნიშანს ვადევნებთ ჩვენ ამაზე ესე ვთქვათ თვალს. ამასთან შეიძლება ეს იყოს ერთგვარი მინიშნება და ხაზგასმაც იმაზეც საქართველოსათვის, რომ გარკვეულწილად საქართველომ არ იფიქროს და არ მიიღოს ეს იმის ნიშნად, რომ ამერიკული ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოში სრულიად გაქრა.  ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი არის სიმბოლური და პოლიტიკური და ეს არის გზავნილი ჩინეთისათვის. მისი მთავარი მიზანია აჩვენოს ჩინეთს და რუსეთს,რომ ესეთი მნიშვნელობის დერეფანიც მისი ინტერესის სფეროში ჯდება, ეს არის სიგნალი მოსკოვისა და  პეკინისათვის, - განაცხადა კობერიძემ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამხრეთ კავკასიის ტურნეს იწყებს. 17 წლის განმავლობაში, ვაშინგტონის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირი რეგიონს პირველად ეწვევა.

უკვე ცნობილია, რომ კავკასიურ მარშრუტში საქართველოში ვიზიტი არ  მოხვდა.